ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გარეთ საუთგეითი ევროპირველობის წინ მეტად ოპტიმისტურადაა განწყობილი.
"ისე როგორც არასდროს, ჩვენ გვჯერა ტურნირზე გამარჯვებისა. გვესმის, რომ ამან შეიძლება არასასიამოვნო რეაქცია გამოიწვიოს, ამას უბრალოდ ყურადღებას არ მივაქცევთ და წინსვლას გავაგრძელებთ", - ციტირებს საუთგეითს "FourFourTwo".
ინგლისელები ჯგუფში ხორვატიასთან, შოტლანდიასთან და ჩეხეთთან ითამაშებენ. უკანასკნელ მუნდიალზე ინგლისი მე-4 ადგილზე გავიდა, ერთადერთი დიდი ტურნირი კი 1966 წელს მოიგო - ინგლისში ჩატარებული მსოფლიოს ჩემპიონატი.