გერმანიის გაფრთხილება ევრო 2020-ის მონაწილეებს! ბუნდესნაკრებმა ლატვია გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იოახიმ ლიოვის გერმანიამ გუშინ, 7 ივნისს, ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ გასაოცარი ფეხბურთი ითამაშა. გერმანელებმა 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის წინ 7:1 იმარჯვეს და თავიანთი ძალა ყველას დაანახეს.

მწვრთნელმა 3:4:3 ტაქტიკით ითამაშა, ნახევარდაცვის ფრთებზე რობინ გოსენსი და იოზუა კიმიხი დააყენა, ცენტრის გამაგრება კი ტონი კროოსსა და ილქაი გიუნდოგანს დაავალა, რომლებმაც თავიანთი საქმე ფრიადზე შეასრულეს.

მასპინძლებმა პირველი გოლი შეხვედრის მე-19 წუთზე გაიტანეს. თავი გოსენსიმ გამოიჩინა. 2 წუთში გიუნდოგანმაც შეაგდო. პირველ ტაიმში თითო-თითო გოლი ტომას მიულერმა და სერჟ გნაბრიმაც გაიტანეს. მათ გოლებს შორის რობერტს ოზოლსმა
ბურთი საკუთარ კარში შეაგორა, გერმანელებმა კი პირველ ტაიმში 5:0 იმარჯვეს.

რაც შეეხება შეხვედრის მეორე ნახევარს, თავი ტიმო ვერნერმა და ლეროი სანემაც გამოიჩინეს. სტუმრების მხრიდან პრესტიჟის გოლი 75-ე წუთზე ალეკსეი საველიევსის ანგარიშზეა.

ბუნდესნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას 15 ივნისს, ტურნირის მთავარი ფავორიტის, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. შეგახსენებთ, ფრანგებთან ერთად ჯგუფში პორტუგალია და უნგრეთიც ირიცხებიან.


მკითხველის კომენტარები / 2 /
არ უნდა დაწეროთ რა თამაში იყო? ამხანაგური, ჯიგრული თუ სხვა?
არსენა
16:42 11-06-2021
0
ალეს დოიჩლანდ
2

სიახლეები პოპულარული