მწვრთნელმა 3:4:3 ტაქტიკით ითამაშა, ნახევარდაცვის ფრთებზე რობინ გოსენსი და იოზუა კიმიხი დააყენა, ცენტრის გამაგრება კი ტონი კროოსსა და ილქაი გიუნდოგანს დაავალა, რომლებმაც თავიანთი საქმე ფრიადზე შეასრულეს.
მასპინძლებმა პირველი გოლი შეხვედრის მე-19 წუთზე გაიტანეს. თავი გოსენსიმ გამოიჩინა. 2 წუთში გიუნდოგანმაც შეაგდო. პირველ ტაიმში თითო-თითო გოლი ტომას მიულერმა და სერჟ გნაბრიმაც გაიტანეს. მათ გოლებს შორის რობერტს ოზოლსმა ბურთი საკუთარ კარში შეაგორა, გერმანელებმა კი პირველ ტაიმში 5:0 იმარჯვეს.
რაც შეეხება შეხვედრის მეორე ნახევარს, თავი ტიმო ვერნერმა და ლეროი სანემაც გამოიჩინეს. სტუმრების მხრიდან პრესტიჟის გოლი 75-ე წუთზე ალეკსეი საველიევსის ანგარიშზეა.
ბუნდესნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას 15 ივნისს, ტურნირის მთავარი ფავორიტის, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. შეგახსენებთ, ფრანგებთან ერთად ჯგუფში პორტუგალია და უნგრეთიც ირიცხებიან.