ქართველების ძლევით შეგულიანებული დე ბური უკრაინის დამარცხებაში დარწმუნებულია

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრების 3:0 დამარცხების შემდეგ ნიდერლანდელთა მწვრთნელი ფრანკ დე ბური შეგულიანდა და განაცხადა, რომ ევროპის ჩემპიონატის სტარტზე უკრაინას უთუოდ მოუგებენ და ანგარიშიც კი დაასახელა - 3:1. ამაზე კომენტარი უკრაინის ეროვნული გუნდის თავკაცმა ანდრეი შევჩენკომ გააკეთა.

"ამას მე მშვიდად ვხვდები. ეტყობა, რაღაც ისეთი იცის, რაც მე არ ვიცი. რთული ჯგუფი გვაქვს და ყველა მეტოქეს პატივისცემით ვეკიდებით, მძიმე თამაშები იქნება და მათთვის ვემზადებით.

არავითარ ეიფორიაში არ ვიმყოფებით. მომზადების სამი ფაზა გავიარეთ, ფეხბურთელების მზადყოფნით კმაყოფილი ვარ. ახლა სხვა დონის გუნდებს შევხვდებით,
ეს ბიჭებს შესანიშნავად ესმით", - ციტირებს შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის საიტი.

ნიდერლანდებისა და უკრაინის ნაკრებების დაპირისპირება 13 ივნისს ამსტერდამში გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მწვრთნელს არ ეკადრება ასეთი განცხადებების გაკეთება. ანგარიშს ასახელებს ბიჭი:)მიუხედავად იმისა,რომ ნიდერლანდების გულშემატკივარი ვარ არ არის სწორი ასეთი განცხადებები.(არასერიოზულია)
lasha
09 ივნისი 2021 12:30
0
ამ სტატიის სათაური მოგწონს?
shoda
17 ივნისი 2021 11:12
0
დებური და მწვრთნელი?? თუ ორენჯის გულშემატკივარი ხარ მაშინ უნდა იცოდე როგორ "ეიმედებათ" ჰოლანდიელებს ამის გაწვრთნილი გუნდის ასე რომ არ მიკვირს მისგან ასეთი სისულელები მიუხედავად იმისა რომ სამი გოლი მართლა გაიტანეს
გიორგი
14 ივნისი 2021 10:52
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული