მამას ერთი თვის სიცოცხლე დარჩა - შვილს შეუძლია ევრო 2020-ზე თამაშით გაახაროს

AutoSharing Option
ფინეთის ნაკრების 28 წლის მეკარე ჯესი იორონენს შეუძლია უკანასკნელად გაახაროს მამა.

ჯესის მამა ტიმო მთელი ცხოვრება მასწავლებლად და მძლეოსნობის მწვრთნელად მუშაობდა. სამი წლის წინ მას ქუთუთო ამოკვეთეს. შემდეგ დანიაში გაემგზავრა, სადაც მისი შვილი "კოპენჰაგენში" თამაშობდა (ახლა "ბრეშიაში" ასპარეზობს). იქ შეიტყო, რომ სიმსივნე აქვს და ექიმების ბოლო პროგნოზით, ერთი თვის სიცოცხლე დარჩა. ამას გარდა, ინფარქტი მიიღო, ერთი ხელი პარალიზებული აქვს და მეტყველება უჭირს.

ტიმომ Ilta-Sanomat-ს განუცხადა, რომ სიკვდილს შეგუებულია და მხოლოდ ერთი ნატვრა გააჩნია - ევროპის ჩემპიონატზე შვილის თამაში ნახოს.

12
ივნისს, ფინეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში სტუმრად დანიას შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
რომელ 12 მაისს გვითხარით ბარემ.
goga
21:34 08-06-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული