მაკედონიის ნაკრებს დასცინიან - ახალი ფორმის გამო ბოდიში მოიხადეს და ძველი დააბრუნეს [PHOTO]

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელებთან შეთანხმებით, ფედერაციამ ევრო 2020-ისთვის სპეციალური ფორმები შეკერა, თუმცა იმდენად ცუდი იყო და ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ბოდიში მოიხადეს და ახალი ფორმების შეკერვა შეუკვეთეს.

მოგეხსენებათ, ჩრდილომაკედონიელებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დებიუტი აქვთ და გერმანულ ფირმა "ჯაკოს" ისეთი მაისურები შეაკერინეს, მთლად პორტუგალიის ფორმას რომ ჰგავდა.

ახალი ფორმის პრეზენტაცია ქვეყნის პრეზიდენტმა მოაწყო, რომელმაც მაისური რომის პაპ ფრანცისკეს საჩუქრად გადასცა.

Sportall.Ge


მაკედონიურ საზოგადოებაში ამ ფორმის ნახვას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და ბოდიში მოიხადა.

"ახალი ფორმა
ფეხბურთელების მოთხოვნითა და ჩართულობით შეიკერა. გუნდი ახალ მაისურებს მოუთმენლად ელოდა. სამწუხაროდ, ფერი ჩვენს მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. სრულ პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთ, თუმცა ის ტექნიკურმა სპონსორმაც უნდა გაინაწილოს. მომხდარზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ და ბოდიშს ვიხდი. ნაკრები ევრო 2020-ზე ძველი ფორმებით ითამაშებს, რომელთა 250 სათამაშო ვერსიაც მალე შეიკერება", - თქვა მუამედ სეიდინიმ.

მაკედონიელები პირველ შეხვედრას 13 ივნისს, ავსტრიის წინააღმდეგ გამართავენ, მაგრამ ფორმა ვერ "შეკერენ"...

მომზადებულია the18.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
100 იანი ხარ ჯიგარო. ოღონდ ემანდ ვყოფილიყავით და რაც უნდოდათ ის ჩაეცვათ...
giorgi-ს
13:43 11-06-2021
0
ჩვენ ისღა დაგვრჩენია მსგავს კომეტარრბს ვადევნოთ თვალი და გული მოვიფხანოთ, ძალიან დაბალი დონეა ფეხბურთშიც და ჟურნალისტიკაშიც....
კობა
10:32 11-06-2021
0

სიახლეები პოპულარული