მაკედონიის ნაკრებს დასცინიან - ახალი ფორმის გამო ბოდიში მოიხადეს და ძველი დააბრუნეს [PHOTO]

AutoSharing Option
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ფეხბურთელებთან შეთანხმებით, ფედერაციამ ევრო 2020-ისთვის სპეციალური ფორმები შეკერა, თუმცა იმდენად ცუდი იყო და ისეთი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ბოდიში მოიხადეს და ახალი ფორმების შეკერვა შეუკვეთეს.

მოგეხსენებათ, ჩრდილომაკედონიელებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დებიუტი აქვთ და გერმანულ ფირმა "ჯაკოს" ისეთი მაისურები შეაკერინეს, მთლად პორტუგალიის ფორმას რომ ჰგავდა.

ახალი ფორმის პრეზენტაცია ქვეყნის პრეზიდენტმა მოაწყო, რომელმაც მაისური რომის პაპ ფრანცისკეს საჩუქრად გადასცა.

Sportall.Ge


მაკედონიურ საზოგადოებაში ამ ფორმის ნახვას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და ბოდიში მოიხადა.

"ახალი ფორმა
ფეხბურთელების მოთხოვნითა და ჩართულობით შეიკერა. გუნდი ახალ მაისურებს მოუთმენლად ელოდა. სამწუხაროდ, ფერი ჩვენს მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა. სრულ პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთ, თუმცა ის ტექნიკურმა სპონსორმაც უნდა გაინაწილოს. მომხდარზე პასუხისმგებლობას მე ვიღებ და ბოდიშს ვიხდი. ნაკრები ევრო 2020-ზე ძველი ფორმებით ითამაშებს, რომელთა 250 სათამაშო ვერსიაც მალე შეიკერება", - თქვა მუამედ სეიდინიმ.

მაკედონიელები პირველ შეხვედრას 13 ივნისს, ავსტრიის წინააღმდეგ გამართავენ, მაგრამ ფორმა ვერ "შეკერენ"...

მომზადებულია the18.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
100 იანი ხარ ჯიგარო. ოღონდ ემანდ ვყოფილიყავით და რაც უნდოდათ ის ჩაეცვათ...
giorgi-ს
11 ივნისი 2021 13:43
0
ჩვენ ისღა დაგვრჩენია მსგავს კომეტარრბს ვადევნოთ თვალი და გული მოვიფხანოთ, ძალიან დაბალი დონეა ფეხბურთშიც და ჟურნალისტიკაშიც....
კობა
11 ივნისი 2021 10:32
0
ჩვენი ფორმებიც სამწუხაროდ ვერანაირ კრიტიკას ევრ უძლებს, უბრალო თეთრი და წითელი, არანაირი განმასხვავებელი ნიშანი.... სახელები რო ეწეროთ მაგასაც კი ვერ გაუკეთეს ორგანიზება, უბნის გუნდებსაც კი აწერიათ სახელები
nedved
11 ივნისი 2021 01:00
1
ამხანაგურ მატჩებში არ არის აუცილებელი ფორმაზე გვარები იყოს დატანილი, ოფიციალურ მატჩებში აწერიათ
გიო
11 ივნისი 2021 11:13
0
ბორჯღალოსნების მსგავსად ჯვაროსნებსაც უნდა ეცვათ სისხლისფერი ფორმები, ფერი ფერადაც გამორჩეულია და გარკვეულ დატვირთვასაც ატარებს
sul2
11 ივნისი 2021 02:25
0
ამ კაცს, პანდევს, ძეგლი ეკუთვნის, რომ სარკეში ჩაგვახედა.
გივი
10 ივნისი 2021 19:02
2
ნეტა ევროპაზე ვიყოთ და ავიტანდიტ დაცინვას როგორმე...
giorgi
10 ივნისი 2021 14:49
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული