სანიოლი საკუთარი ქვეყნის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტად მიიჩნევს. ამხანაგურ მატჩებში ფრანგებმა ბულგარეთის ნაკრები იმავე ანგარიშით დაამარცხეს (3:0), როგორც უელსელებს სძლიეს. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამბობს:
"გამარჯვება ყოველთვის კარგის ნიშანია. შეტევით ფაზაში საფრანგეთის ორი გუნდი ვნახეთ - ერთი ქარიმ ბენზემასთან ერთად, რომელიც კომბინირებულ თამაშს ცდილობდა და მცირე სივრცეებსაც იყენებდა.
როდესაც ოლივიე ჟირუმ ითამაშა, შეტევა უფრო ვერტიკალური გახდა, მბაპემ და დემბელემ
სანიოლი განსაკუთრებით ანტუან გრიზმანზე საუბრობს, რომელმაც უკანასკნელ ამხანაგურ შეხვედრებში ორი გოლი გაიტანა:
"ბარსელონას" ფეხბურთელს შეტევის დაწყებაც შეუძლია და დაგვირგვინებაც. ბოლომდე მოტივირებულია და არც შავი სამუშაოს შესრულებას ერიდება. დროთა განმავლობაში ის ზინედინ ზიდანს ემსგავსება!"
საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 15 ივნისს, გერმანიის წინააღმდეგ გამართავს. სანიოლი ამ მატჩზეც საუბრობს:
"გერმანიის ნაკრებს ბევრ საგოლე მომენტს მაშინ შევუქმნით, თუკი მათ ნახევარმცველებს ბურთის გარეშე დავტოვებთ. გერმანელები დაცვიდან შეტევაში სწრაფად გადადიან, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო."