დაპირისპირება ფრანგების ბანაკში... დეშამს საქმეში ჩარევა მოუწევს

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრები 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მთავარი ფავორიტია, თუმცა შიდა სამზარეულოში დიდი არეულობაა, ამის მიზეზი კი ოლივიე ჟირუსა და კილიან მბაპეს პატარა კონფლიქტი გახლავთ.

"მამლებისა" და ბულგარეთის ნაკრებებს შორის დაპირისპირებისას "ჩელსის" თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ ცვლილებაზე შემოვიდა (ბენზემას ტრავმის შემდეგ) და ორი გოლიც გაიტანა. შეხვედრა კი 3:0 დასრულდა.

"თქვენ ფიქრობთ, რომ მე მშვიდად ვიყავი, მაგრამ ხშირად არის შემთხვევა, როდესაც ბურთს ვითხოვ და პასს არ მაძლევენ. შემდეგ მე ვცდილობ, რაც შეიძლება მეტჯერ მოვითხოვო გადაცემა და ვცადო იზოლაციიდან ბურთის კარის ჩარჩოსკენ გადაგზავნა" -
განაცხადა ჟირუმ.

როგორც L'Equipe-ი იუწყება, ოლივიეს ამ კომენტარმა კილიან მბაპე ძალიან გააღიზიანა, რადგან ნათლად ჩანდა, რომ ეს სიტყვები ირიბად სწორედ კილიანს ეხებოდა.

"ორი კარგი გადაცემის შედეგად, რომლებიც ბენ ედერისა და პავარისგან მივიღე, ორი გოლი გავიტანე, თუმცა, თუ უფრო მეტ პასს გამიკეთებდნენ, უფრო შედეგიანად დავასრულებდი შეხვედრას", - განაგრძო ჟირუმ.

სავარჯიშო ბაზაზე გამართული ლანჩის დროს "არისტოკრატების" თავდამსხმელი პსჟ-ის ერთ-ერთ ლიდერთან მივიდა და პატიება სთხოვა, თუმცა 22 წლის შემტევმა სასწრაფო პრესკონფერენცია მოითხოვა, რათა თავისი კომენტარიც საჯაროდ დაეფიქსირებინა.

ამრიგად, დიდიე დეშამს, როგორც ჩანს, მბაპესთან გასაუბრება მოუწევს, რათა ახალგაზრდა დააწყნაროს და მიზნად 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის მოგება დაასახვინოს. შეგახსენებთ, "მამლები" ტურნირში 15 ივნისს, გერმანიის წინააღმდეგ ჩაერთვება.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
მბაპეს ვარსკვლავობა თავში აუვარდა, ასეთია ჩემი აზრი.
Dato
08:12 11-06-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული