ერიკსენი სიკვდილს გადაურჩა - დანიამ საეჭვო პენალტი ვერ გამოიყენა და დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში ფინეთმა გასვლაზე დანია 1:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, 44-ე წუთზე კი მათი ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი მოედანზე უგონოდ დაეცა და საბედნიეროდ ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს. ფეხბურთელთა თხოვნითა და უეფას ნებართვით მატჩი მოგვიანებით განახლდა. ერიკსენი იონსენმა შეცვალა. რა თქმა უნდა, ასეთი სტრესის შემდეგ გუნდებისთვის და მეტადრე დანიელებისთვის თამაში ფსიქოლოგიურად ადვილი არ იყო.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე დანიელებმა დიდი ძალებით შეუტიეს, გოლი კი პირველივე სახიფათო მომენტიდან ფინელებმა გაიტანეს - პოჰაინპალოს თავით დარტყმული არგასაშვები ბურთი შმეიხელმა გაუშვა. 73-ე წუთზე
მსაჯმა ტეილორმა სტუმართა კარში საეჭვო პენალტი დანიშნა, რამეთუ ისე მოჩანდა, მცველ არაიურის პოულსენი არ წაუქცევია, მაგრამ ჰეიბერგს თერტმეტმეტრიანის გატანა მეკარე ჰრადეცკიმ არ დაანება.

დარჩენილ დროში დანიელებს ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს და ტურნირის დებიუტანტთან დამარცხდნენ.

აღსანიშნავია, რომ დანიამ კარში 23-ჯერ დაარტყა, ხოლო ფინეთმა - ერთხელ.

კოპენჰაგენი. „პარკენი“
დანია - ფინეთი 0:1
გოლი: პოჰაინპალო (62)
გამოუყენებელი პენალტი: ჰეიბერგი (74)

მკითხველის კომენტარები / 3 /
რატომ იყო პენალტი საეჭვო?ცხადად გამოჩნდა,რომ მცველი კოჭზე მიაწყდა, როგორ შეუთამაშდა კოჭი და წონასწორობა დაკარგა ,დანიელმა ფეხბურთელმა.კარგია,რომ ერიქსონი გადარჩა.
სოსო
12:30 13-06-2021
3
აღარ უნდა გაეგრძელებინათ.თამაშის გული,ვიღას ექნებოდა.
სოსო
00:55 13-06-2021
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული