ბელგიამ უსუსური რუსეთი სტუმრად გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში ბელგიის ნაკრებმა სტუმრად რუსეთი 3:0 დაამარცხა.

რუსებს იმედი ჰქონდათ, რომ ბელგიას საკუთარ მოედანზე სძლევდნენ, მაგრამ მეტოქემ დაჯაბნა და პირველივე ტაიმში მოუთავა საქმე. ჯერ ანგარიში მცველ სემიონოვის შეცდომის შემდეგ რომელუ ლუკაკუმ გახსნა და გოლი სიკვდილს გადარჩენილ დანიის ნაკრების ნახევარმცველ კრისტიან ერიკსენს მიუძღვნა. მან სარბენ ბილიკთან სატელევიზიო კამერასთან მიირბინა და დაიყვირა: „მიყვარხარ, კრის“. მერე კი მეკარე შუნინი ტომა მენემ დაამწუხრა. ის ტურნირის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელიც შეცვლაზე შევიდა და პირველ ტაიმში გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში ბელგიამ თავიც დაზოგა,
ფეხებიც, ნება-ნება ითამაშა, ლუკაკუმ დუბლი შეასრულა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

ჯგუფში ბელგია გალიდერდა. მეორე ტურში, 16 ივნისს, ფინეთი რუსეთს შეხვდება, 17 ივნისს კი დანია ბელგიას.

სანკტ-პეტერბურგი. „სანკტ-პეტერბურგი“. 26 264 მაყურებელი
რუსეთი - ბელგია 0:3
გოლები: 0:1 ლუკაკუ (10), 0:2 მენე (34), 0:3 ლუკაკუ (88)

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბელგია მაგარზე მაგარი გუნდია და იბრძოლებენ ევროსთვის
ლუკაკუ
09:40 14-06-2021
0
რუსებს ჯიქიას თამადობით სულ ეს გაეგრძელებინოთ!
3

სიახლეები პოპულარული