ბელგიამ უსუსური რუსეთი სტუმრად გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში ბელგიის ნაკრებმა სტუმრად რუსეთი 3:0 დაამარცხა.

რუსებს იმედი ჰქონდათ, რომ ბელგიას საკუთარ მოედანზე სძლევდნენ, მაგრამ მეტოქემ დაჯაბნა და პირველივე ტაიმში მოუთავა საქმე. ჯერ ანგარიში მცველ სემიონოვის შეცდომის შემდეგ რომელუ ლუკაკუმ გახსნა და გოლი სიკვდილს გადარჩენილ დანიის ნაკრების ნახევარმცველ კრისტიან ერიკსენს მიუძღვნა. მან სარბენ ბილიკთან სატელევიზიო კამერასთან მიირბინა და დაიყვირა: „მიყვარხარ, კრის“. მერე კი მეკარე შუნინი ტომა მენემ დაამწუხრა. ის ტურნირის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელიც შეცვლაზე შევიდა და პირველ ტაიმში გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში ბელგიამ თავიც დაზოგა,
ფეხებიც, ნება-ნება ითამაშა, ლუკაკუმ დუბლი შეასრულა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

ჯგუფში ბელგია გალიდერდა. მეორე ტურში, 16 ივნისს, ფინეთი რუსეთს შეხვდება, 17 ივნისს კი დანია ბელგიას.

სანკტ-პეტერბურგი. „სანკტ-პეტერბურგი“. 26 264 მაყურებელი
რუსეთი - ბელგია 0:3
გოლები: 0:1 ლუკაკუ (10), 0:2 მენე (34), 0:3 ლუკაკუ (88)

მკითხველის კომენტარები / 5 /
ბელგია მაგარზე მაგარი გუნდია და იბრძოლებენ ევროსთვის
ლუკაკუ
14 ივნისი 2021 09:40
0
რუსებს ჯიქიას თამადობით სულ ეს გაეგრძელებინოთ!
Io
13 ივნისი 2021 01:32
4
რუსეთიც თურქეთივით ბანძია,ამდენი ხანი ჰქონდათ მოსამზადებლად და წინ ძიუბაზე პარაშუტის მეტი ვერ მოუფიქრებიათ..ან როცა სამოშნიკოვი არსებობს 80 წლის ჟირკოვი რატო უნდა ათამაშო..ან შუაში მარადიშვილზე "უკეთესები" ჰყოლიათ და ეგ ბიჭი ჩვენ დაგვითმონ მაინც..
და კიდე მირანჩუკი ატალანტაში ვერ თამაშოს და ევროპაში ხვიჩასაც გაუჭირდებაო--ატალანტა კი არა ეგ მირანჩუკი ბათუმში ან გორის დილაში რო იყოს იქაც ვერ ითამაშებს(სერიოზულად ვამბობ)გორში ვერც აფრიკელ შემტევებს ამოაგდებს,ვერც ღუდუშაურს და ბუღრიძეს..ბათუმში მანჯგალაძის კონკურენტი იქნებოდა და ხანდახან ათამაშებდნენ ალბათ გროცურეკივით.მაგას გვილია და აბუ მირჩევნია ორივე
Levani
13 ივნისი 2021 01:16
8
კარგი ეხლა, ბათუმი და თბილისის დინამო და დილას აფრიკელები - ცოტა ზედმეტი ხომ არ მოგდით? ობიექტურობა ზიზღის გამო შეიძლება დაკარგოს ადამიანმა, მაგრამ ამ დონეზე?
ზურა
13 ივნისი 2021 14:45
3
დიდება ბელგიას!!!
ILIA
13 ივნისი 2021 01:02
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული