კავაზაშვილი - მარცხზე: რუსეთის ასეთი სიყვარულის პირშიც ......

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე ბელგიასთან უშანსოდ 0:3 დამარცხდა. პირველი ტაიმის შემდეგ საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა Sport24-თან აღშფოთება ვერ დამალა.

"ჩვენ იმდენად ღარიბები ვართ, რომ იური ჟირკოვზე დაცვის ფლანგზე ვძალადობთ. ადამიანი 37 წლისაა.

ბოდიში მომიხდია, მაგრამ ჩერჩესოვი თავად იყო მეკარე. რა ჩემი .... მეკარეა შუნინი? ეს საშინელი სირცხვილია. ანტონ შუნინს ვინმე თვლიდა მაღალი კლასის გოლკიპერად?

გილერმემ ჩემპიონატი მაღალ დონეზე ჩაატარა. ის პრემიერლიგის საუკეთესო მეკარეა. უკანალით არ ხოხიალობს, გამოსვლებზე კარგად თამაშობს.

ეს სრული ცირკია. ჩვენ
გვიყვარს რუსეთი, მაგრამ ასეთი სიყვარულის პირშიც ..... ეს ასეთი ცალმხრივი რა სიყვარულია".

მკითხველის კომენტარები / 17 /
სახალხოდ უწმაწური ბინძური ლექსიკით მოლაპარაკე ადამიანებს ვერ ვიტან!
დო მაჟორი
10:54 18-06-2021
1
კავაზაშვილი როგორი ცუდი ქართველია კარგად აქვს აღწერილი ვალენტინ ივანოვს თავის წიგნში "ცენტრალური წრე",რომელიც სულ მცირე 40 წლის უკან გამოიცა ,მათ შორის ქართულადაც. კავაზაშვილის საპირისპიროდ დიდებულად ახასიათებს მეტრეველს და მის გადაწყვეტილებას თბილისის დინამოში გადასვლასთან დაკავშირებით
რომბი
11:44 14-06-2021
2

სიახლეები პოპულარული