ერიკსენს შესაძლოა, ფეხბურთის თამაში აეკრძალოს?! ავტორიტეტული გამოცემა სამწუხარო სიახლეს ავრცელებს

AutoSharing Option
როგორც ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა dailymail-ი წერს, თუკი "ინტერის" ნახევარმცველ კრისტიან ერიკსენს ევროპის ჩემპიონატის შეხვედრაში, გულის გაჩერება ნამდვილად დაუდგინდა, მას შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ფეხბურთის თამაშის უფლება აუკრძალოს.

29 წლის დანიელი ფეხბურთელი, ფინეთის ნაკრების წინააღმდეგ მატჩში, მოედანზე დაეცა და რამდენიმე წუთის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იყო.

ნახევარმცველის სიცოცხლეს, საბედნიეროდ, საფრთხე აღარ ემუქრება, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობს შიში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებისა და საფეხბურთო კარიერის გაგრძელების შესახებ.

altერიკსენი სიკვდილს გადაურჩა - დანიამ საეჭვო პენალტი ვერ გამოიყენა და დამარცხდა [VIDEO]




მკითხველის კომენტარები / 2 /
კრისტიანმა, აღარ უნდა გარისკოს, მაგრამ რა ვუყოთ ამ "ოხერი" ფეხბურთის სიყვარულს? ერთხელ თუ შეგეყარა ეს "სიყვარული" ვეღარ გამოდიხარ ამ მდგომარეობიდან ჩათვალე, რომ "წასულია" შენი საქმე. ისე ძალიან გამიხარდა, კრისტიანის გადარჩენა.
qomagi
13 ივნისი 2021 14:28
4
ფეხბურთი ჩვენთვის გადარეული, გიჟი ფანებისთვის, მეორე სუნთქვაა. ერიქსენის დაბრუნება მინდორზე მგონი საეჭვოა, გულთან ხუმრობა არ შეიძლება. გუშინდელ ტრაგედიაზე რა ვთქვა, არა ნაკლები სტრესი მივიღეთ, მაგრად ვინერვიულეთ. ღმერთს მადლობა გადარჩენისთვის!
laSa
13 ივნისი 2021 15:50
0

სიახლეები პოპულარული