"როცა მივედით, სუნთქავდა, შემდეგ..." - დანიელთა ექიმი ერიკსენზე საუბრობს

AutoSharing Option
დანიის ნაკრების ექიმმა მორტენ ბესენმა ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა დაემართა "ინტერის" ნახევარმცველ კრისტიან ერიკსენს "ფინეთთან" გამართული მატჩის დროს...

"იმით დავიწყებ, რომ კრისტიანსა და მის ოჯახთან არ მისაუბრია. ამიტომ, მხოლოდ იმას ვიტყვი, რაც ნამდვილად ვიცი.

როცა ის წაიქცა, მოედანზე შევედით. როცა მივირბინეთ, გვერდზე იწვა, სუნთქავდა და მისი გულიც ფეთქავდა. თუმცა, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა, შემდეგ კი გულის მასაჟი გავუკეთეთ. სტადიონის სამედიცინო ბრიგადა სწრაფად დაეგვეხმარა და კრისტიანის გადარჩენა შევძელით.

საავადმყოფოში გადაყვანის წინ კი კრისტიანი უკვე მესაუბრა, ის სრულ გონზე იყო,"- თქვა ბესენმა.

მომზადებულია Berlingske-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული