საქართველოს ნაკრების მძლეველი ჩრდილოეთ მაკედონია ავსტრიამ დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრების მძლეველი ჩრდილოეთ მაკედონია კონტინენტის პირველობის პირველ ტურში, С ჯგუფში, ავსტრიასთან 1:3 დამარცხდა.

თავიდან ავსტრია მცველმა ლაინერმა დააწინაურა, თუმცა შემდეგ მაკედონიელთა ვეტერანმა ლიდერმა პანდევმა ანგარიში გაათანაბრა და პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა. მეორე ტაიმში ავსტრია უპირატესობას ფლობდა, მეკარე დიმიტრიევსკიმ შეცვლაზე შესული გრეგორიჩის ურთულესი თავური მოიგერია, მაგრამ შემდეგ გრეგორიჩმა მაინც დალაშქრა მისი კარი. ბოლოს არნაუტოვიჩმაც გაუტანა და ავსტრიამ გაიმარჯვა.

37 წლის პანდევი ტურნირზე ყველაზე ასაკოვან 4 ფეხბურთელთა შორისაა და ამას გარდა, ევროპირველობაზე გოლის გამტანი მეორე ყველაზე ხანდაზმული
მოთამაშეა. მასზე უფროსი (38) ავსტრიელი ვასტიჩი იყო, რომელმაც გოლი ევრო 2008-ზე გაიტანა. გორანმა მაკედონიის ეროვნულ გუნდში 117 მატჩში 37 გოლი გაიტანა.

ბუქარესტი. „ნაციონალა“
ავსტრია - ჩრდ. მაკედონია 3:1
გოლები: 1:0 ლაინერი (18), 1:1 პანდევი (28), 2:1 გრეგორიჩი (78), 3:1 არნაუტოვიჩი (89)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ძალიან ღირსეულად ითამაშეს ჩრ. მაკედონიელებმა.
გრეგორიჩმა გაიტანა მეორე გოლი თუ გრიგორიჩმა ?)
დავით 67
04:37 14-06-2021
5
ძალიან ღირსეულად ითამაშეს ჩრ. მაკედონიელებმა.
გრეგორიჩმა გაიტანა მეორე გოლი თუ გრიგორიჩმა ?)
დავით 67
04:36 14-06-2021
3

სიახლეები პოპულარული