"3:2 ლამაზი ანგარიშია" - თინა კანდელაკმა უკრაინის წაგებით გაიხარა

AutoSharing Option
Матч ТВ-ის გენერალურმა პროდიუსერმა თინა კანდელაკმა ევროპის ჩემპიონატზე უკრაინის ნაკრების ნიდერლანდებთან 2:3 წაგების გამო ძალიან გაიხარა და მეზობლებს ნიშნი მოუგო.

"უკრაინის ნაკრები პირველ მატჩში ჰოლანდიელებთან 2:3 დამარცხდა და სამართლიანი იქნება ითქვას, სწორედ ნიდერლანდები იყო ამ მატჩში მდგომარეობის ბატონ-პატრონი.

სწორედ ის ფლობდა დამაჯერებლად ბურთს და თამაშს წარმართავდა. თან ისე, რომ მიღებული გადაწყვეტილების სიჩქარე მეტოქისთვის გამოუცნობი გახლდათ.

დიახ, შემდეგ ლამაზი ქამბექი მოხდა, მაგრამ აქ ალექსანდრ ზინჩენკოს ცივმა გაზაფხულმა/ზაფხულმა იმოქმედა. 3:2 ლამაზი ანგარიშია, მაგრამ ლამაზია, როდესაც სამიანი საჭირო მიმართულებითაა მოხვეული.

ისე კი -
აქაც ნულია "ქულის" გრაფაში, არავითარი ტრაგედია და სიტუაცია კვლავ წაგებული გუნდის ხელშია. მინიშნება, იმედია, გასაგებია", - წერს კანდელაკი თავის ტელეგრამ-არხზე.

მკითხველის კომენტარები / 50 /
რუსეთი-ბელგია.სანკტ პეტერბურგში.0-3.აქ უფრო ლამაზად შემოიხაზა სამიანი თან ისე რომ გვერდზე უსუსური ნოლით.ამაზე რატო არაფერი ქალბატონო თინა?
პატრიოტი
14 ივნისი 2021 11:27
6
ბელგიასთან მარცხენა მცველად 37 წლის ჟირკოვს რომ ათამაშებ, 2 წელი ზედიზედ ქვეყნის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ქართველს, კვარაცხელიას, საუკეთესო ფეხბურთელად ძიუბას, რომ დაასახელებ, ბრაზილიელბის ნატურალიზებას რომ იწყებთ 140 მილიონიან ქვეყანაში... მილიარდებს რომ ხარჯავთ და მაინც შედეგი ნოლია... უნდა მიხვდეთ, რომ ფეხბურთი თქვენი თამაში არ არის. წადით მიხედეთ ჰოკეის, თუმცა წელს იქაც კანადამ გიტირათ ყოფა 1/4-ფინალში...რუსულ "სამაგონში" და რუს ქალებშია თქვენი შველა.
თინას
14 ივნისი 2021 12:58
5
ბელგია-რუსეთი 3-0. გაცილებით უფრო ლამაზი ანგარიშია.
ალეკო
14 ივნისი 2021 09:43
4
აუ შეუგდეთ რა ეს ორი დღით ოთახში მიშას.დდდდ და შეეშვება უკრაინასაც და საქართველოსაც.DDD
tas
14 ივნისი 2021 20:23
3
კნარიკ მესროპოვნა ჩახმახჩიანის აზრი ძალიან გვაინტერესებს.
ქ. გ.
14 ივნისი 2021 10:14
5
დიაცი
სიძვის
14 ივნისი 2021 18:26
0
იქით -კავაზაშვილი, აქეთ -კანდელაკი, მანქურთების პარადია. სხვანაირად როგორ დაუმტკიცონ ერთგულება რუსებს.
koko
14 ივნისი 2021 17:10
4
ჯოგივით მობოდიალე რუსეთის ნაკრებმა დაგლიჯა სამაგიეროდ.კურტუა დარტყმებს ვერ აუდიოდა და დაცვა შეტევებს. წადი თიკა , ძიუბას რაღაც პრობლემები ჰქონია და ანუგეშე
: )))))))
14 ივნისი 2021 10:42
3
ნიგერია უფრო გახდება ჰოკეიში მსოფლიო ჩემპიონი, ვიდრე რუსეთი ოდესმე რამეს მიაღწევს ფეხბურთში. ყველაზე დიდ წარმატებად საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევა და ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა ექნებათ, ანუ რამდენიც არ უნდა იბაქიბუქონ იმაზე მეტს ვერასოდეს მიაღწევენ რა დონეზეც დღეს არიან.
სოხუმელი ვეტერანი
14 ივნისი 2021 17:38
4
კარგად გეხმარათ და თქვენთვის ამოუვიდოდა მზე, ეხ მილევსკი, მილევსკი...
14 ივნისი 2021 11:02
3
იზამაცა ეტყობა ბიჭმა...))))
........
14 ივნისი 2021 16:45
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული