მანჩინი: გამარჯვებულის ვინაობა უფრო ადრე უნდა გაგვერკვია

AutoSharing Option
შვეიცარიასთან ევროპირველობის მეორე ტურში მოგებული მატჩი (3:0) იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ უეფას საიტთან შეაჯამა:

"ჩვენ კარგად ვითამაშეთ. ეს ძალიან რთული შეხვედრა იყო. შვეიცარია ფიზიკურად ძლიერი გუნდია. თავიდან რაღაც პრობლემები გვქონდა, მაგრამ შემდეგ თამაში დავალაგეთ და სავსებით დამსახურებულად გავიმარჯვეთ.

გამარჯვებულის ვინაობა უფრო ადრე უნდა გაგვერკვია, ვინაიდან ბევრი მომენტი შევქმენით. ეს ნორმალურია, რომ ყველაფერი კარში არ ვარდება. ბიჭებმა შესანიშნავი სამუშაო გასწიეს.

მანუელ ლოკატელიმ ფენომენალური მატჩი ჩაატარა. ნახევარმცველისთვის დუბლის შესრულება მთლად ადვილი არ არის. პირველი გოლისას შესანიშნავი კომბინაცია გამოგვივიდა, მეორისას კი ყველაფერი
ინდივიდუალურმა ოსტატობამ გადაწყვიტა.

მთელი გუნდი მოწოდების სიმაღლეზე იყო, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ეს ხუთ დღეში მეორე მატჩი იყო, ორმაგად სასიამოვნოა".

მკითხველის კომენტარები / 1 /
გენიალური აფერისტი.
VeniVidiVici.
02:44 17-06-2021
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული