ჩაუთვლელი გოლი, 2 ავტოგოლი და გერმანიის ნაკრების ჩინებული გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში, გერმანიამ პორტუგალია 4:2 დაამარცხა.

მასპინძლებმა დებიუტიდანვე შეუტიეს და გოსენსმა გოლი გაიტანა, მაგრამ გნაბრიზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა და არ ჩაუთვალეს, შემდეგ კი რონალდომ სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყო და თავადვე დააგვირგვინა. გერმანელებმა იერიშები განაახლეს და ორი ავტოგოლით პირველი ტაიმი 2:1 მოიგეს.

ბუნდესგუნდის შეტევები შესვენების შემდეგაც გაგრძელდა და რუი პატრისიუს კარი ჰავერცმა და გოსენსმა დალაშქრეს. ლუზიტანები კი არ დანებდნენ, ჟოტამ ანგარიში შეამცირა, სანშეშმა კი ბურთი ძელს გაარტყა.

ლიოვის გუნდმა მიმდინარე ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა და პლეი-ოფში გასვლის კარგი
შანსი აქვს.

მიუნხენი. „ალიანც არენა“
გერმანია - პორტუგალია 4:2
გოლები: 0:1 რონალდო (15),1:1 დიაში (35, საკ. კარში), 2:1 გერეირო (39, საკ. კარში), 3:1 ჰავერცი (51), 4:1 გოსენსი (60), 4:2 ჟოტა (67)

ამ ჯგუფში ბოლო ტურში, 23 ივნისს, გერმანია უნგრეთს, პორტუგალია კი საფრანგეთს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წამყვანები გვყვავს სასწაული უცხოურ არხზე უყურებ ხოლმე.გერმანია მაგარიაა
Zaza
10:34 20-06-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული