უკრაინის სრული ფიასკო - ავსტრია პირველად გავიდა ევროპირველობის პლეი-ოფში [VIDEO]

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში, С ჯგუფში, ავსტრიამ უკრაინა, ნიდერლანდებმა კი ჩრდილოეთი მაკედონია დაამარცხა.

უკრაინის ნაკრებმა გულშემატკივართა იმედები ვერ გაამართლა

პირველ ტაიმში სრულ უპირატესობას ავსტრია ფლობდა და 21-ე წუთზე ბაუმგარტნერმა ავსტრია დააწინაურა - მან ნაკუთხურალ ბურთზე ზაბარნის დაასწრო და ბუშანის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი. უკრაინა კი მეტოქის კარზე კონტრიერიშების მიტანას ვერ ახერხებდა და პირველი ტაიმი 0:1 წააგო.

უკრაინელთა მწვრთნელმა შევჩენკომ შესვენებაზე მალინოვსკი ციგანკოვით შეცვალა, შეუტიეს კიდეც, თუმცა თამაშის გამწვავება ვერ შეძლეს. ასეთი პასიური უკრაინის ხილვა, ცოტა არ იყოს
და, მოულოდნელი იყო და ლოგიკური მარცხი განიცადა.

ავსტრია პირველად გავიდა ევროპირველობის 1/8-ფინალში, სადაც იტალიას დაუპირისპირდება.

ბუქარესტი. „ნაციონალა“

უკრაინა - ავსტრია 0:1
გოლი: ბაუმგარტნერი (21)

ნიდერლანდებმა ჯგუფურ ეტაპზე ყველა დაჯაბნეს.

ნიდერლანდებმა პირველი ადგილი წინა ტურში გაინაღდა, ჩრდილოეთი მაკედონია კი ბოლო ადგილზე გავიდა და ეს მატჩი უფრო ამხანაგური იყო. აღსანიშნავია, რომ კარიერაში უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა მაკედონიელთა 37 წლის ლიდერმა პანდევმა, რომელსაც თანაგუნდელებმა 69-ე წუთზე დერეფანი მოუწყვეს და მოედნიდან გააცილეს.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, დე ბურის გუნდმა მესამე მატჩიც მოიგო.

ამსტერდამი. „იოჰან კრუიფი“
ნიდერლანდები - ჩრდ. მაკედონია 3:0
გოლები: 1:0 დეპაი (24), 2:0 ვეინალდუმი (51), 3:0 ვეინალდუმი (58)


alt"ორივე გუნდის განზრახ ფრეზე თამაშზე საუბრები უნდა აღიკვეთოს" - ამბობს შევჩენკო
მკითხველის კომენტარები / 8 /
სანამ ლობანოვსკი არ დაბრუნდება უკრაინის ნაკრების მწვრთნელად, მანამ უკრაინა ფეხბურთს ვერ ითამაშებს!
aburjga
14:39 22-06-2021
4
უკრაინამ შეგნებულად წააგო და იტალიას აცდა. მაინც გავარდება მერვედფინალში და ასე რო არ გაბანძებულიყვნენ ჯობდა
ლადო
12:24 22-06-2021
6
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული