წყვილმა "სამეფო კლუბის" შემადგენლობაში რამდენიმე წელი ერთად ითამაშა.
"მე მასთან ერთად 4 სეზონი გავატარე, გასახდელშიც კი გვერდიგვერდ ვისხედით. მე მისი ნახვით ყოველთვის მოხარული ვარ და ვიქნები. ჩვენ თამაშზე მოკლედ ვისაუბრეთ. მე მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. რაც შეეხება უშუალოდ კითხვას,
მაშინ მე რონის ვკითხე, თუ როგორ მიდიოდა საქმე იტალიაში" - განაცხადა კროოსმა.
კროოსმა ასევე თავის ყოფილ პორტუგალიელ თანაგუნდელზე, პეპეზე ისაუბრა. შეგახსენებთ, პეპემ და ტონიმ ესპანეთის დედაქალაქში ერთად 3 წელი გაატარეს.
"პეპე შეუდარებელი მცველია, თუმცა ხშირად ის მოედანზე ველურად იქცევა (ხუმრობით). მსგავსის თქმა რონალდოზეც შემიძლია".
მომზადებულია marca-ს მიხედვით