ტონი კროოსმა რონალდოზე ისაუბრა

AutoSharing Option
გერმანიისა და პორტუგალიის (4:2) შეხვედრის მიმდინარეობის შემდეგ სოციალურ ქსელში ფოტო გაჩნდა, სადაც გერმანიის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ტონი კროოსი კრიშტიანო რონალდოს თითქოსდა რაღაცას ეუბნება. ტონიმ მალევე განაცხადა, რომ პორტუგალიელ ვარსკვლავსა და თავის ყოფილ თანაგუნდელს ჰკითხა, თუ როგორ მიდიოდა საქმე იტალიაში.

წყვილმა "სამეფო კლუბის" შემადგენლობაში რამდენიმე წელი ერთად ითამაშა.

"მე მასთან ერთად 4 სეზონი გავატარე, გასახდელშიც კი გვერდიგვერდ ვისხედით. მე მისი ნახვით ყოველთვის მოხარული ვარ და ვიქნები. ჩვენ თამაშზე მოკლედ ვისაუბრეთ. მე მას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. რაც შეეხება უშუალოდ კითხვას,
მაშინ მე რონის ვკითხე, თუ როგორ მიდიოდა საქმე იტალიაში" - განაცხადა კროოსმა.

კროოსმა ასევე თავის ყოფილ პორტუგალიელ თანაგუნდელზე, პეპეზე ისაუბრა. შეგახსენებთ, პეპემ და ტონიმ ესპანეთის დედაქალაქში ერთად 3 წელი გაატარეს.

"პეპე შეუდარებელი მცველია, თუმცა ხშირად ის მოედანზე ველურად იქცევა (ხუმრობით). მსგავსის თქმა რონალდოზეც შემიძლია".

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული