ევროპის ჩემპიონატზე, D ჯგუფში, უკანასკნელი ტური გაიმართა და შემდეგ ეტაპზე 3 ნაკრები გავიდა.
ინგლისმა ტურნირზე საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ჯგუფის გამარჯვებული გახდა
ინგლისმა თავიდანვე შეუტია. სტერლინგმა ჯერ ბურთი ძელს გაარტყა, ცოტა ხანში კი ანგარიში გახსნა. შემდეგ კეინს გოლის გატანა მეკარე ვაცლიკმა არ დაანება. შუა ტაიმში ჩეხეთმა თამაშის გათანაბრება მოახერხა და შეუტია კიდეც. ჰოლეშის შორიდან ძლიერად დარტყმული ბურთი პიკფორდმა მოიგერია. მერე იანკტომ ააცილა ოდნავ მიზანს და პირველი ტაიმი მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.
შესვენების შემდეგ ინიციატივას მასპინძლები ფლობდნენ, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდნენ, ხოლო
ლონდონი. „უემბლი“
ინგლისი - ჩეხეთი 1:0
გოლი: სტერლინგი (12)
ხორვატიის ნაკრების მწვრთნელმა დალიჩმა პირველად დააყენა ვლაშიჩი სასტარტოში და მან მე-17 წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა. სტუმრები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, ანგარიში კი პირველი ტაიმის დასასრულს მაკგრეგორმა გაათანაბრა. როგორც აღმოჩნდა, ეს ტურნირზე სქოთების პირველი და უკანასკნელი გოლი იყო.
მეორე ტაიმი ორმრივი იერიშებით დაიწყო და მოდრიჩმა ხორვატია ისევ წინ გაიყვანა. მერე პერიშიჩმაც დალაშქრა მარშალის კარი და ყველაფერი გადაწყდა.
გლაზგო. „ჰემპდენი“
შოტლანდია - ხორვატია 1:3
გოლები: 0:1 ვლაშიჩი (17), მაკგრეგორი (42), 1:2 მოდრიჩი (62), 1:3 პერიშიჩი (77)