3 პენალტი და ორივე გუნდისთვის სასურველი ფრე
პორტუგალიამ მოულოდნელად პირველ ნომრად ითამაშა, რასაც ფრანგები, ალბათ, არ ელოდნენ და 30-ე წუთზე ლორისის კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა (მეკარე ბურთს ვერ შესწვდა და მუშტი თავში დანილოს მოარტყა), რომელიც რონალდომ გამოიყენა.
45-ე წუთზე კი მბაპე საჯარიმოში სემედოსთან
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ბენზემამ დუბლი შეასრულა და საფრანგეთი წინ გაიჭრა. მერე ამ მატჩში მესამე პენალტი დაინიშნა, ამჯერად გალთა კარში, რომელიც რონალდომ ზუსტად გამოიყენა. მან მიმდინარე ტურნირზე მეხუთე გოლი გაიტანა, ევროპირველობების ისტორიაში კი - ოცდამეერთე, რაც რეკორდია. ეროვნულ გუნდში მის ანგარიშზე 109 გოლია და მსოფლიო რეკორდსმენ ალი დაეის გაუთანაბრდა.
შემდეგ რუი პატრისიომ ორჯერ გადაარჩინა პორტუგალია - გატანა პოგბასა და გრიზმანს არ დაანება. დარჩენილ დროში გუნდები გარისკვას ერიდებოდნენ და მათთვის სასურველი ფრეც დაფიქსირდა.
ბუდაპეშტი. „პუშკაშ არენა“
პორტუგალია - საფრანგეთი 2:2
გოლები: 1:0 რონალდო (30, პენ), 1:1 ბენზემა (45+2, პენ), 1:2 ბენზემა (47), 2:2 რონალდო (60, პენ)
უნგრეთი სენსაციასთან ახლოს იყო
მიუნხენში მოულოდნელად სტუმრები დებიუტში სალაიმ თავურით დააწინაურა, რასაც მასპინძელთა შეტევები მოჰყვა. ჰუმელსმა ბურთი ხარიხას გაარტყა და პირველი ტაიმი მადიარებმა 1:0 მოიგეს.
66-ე წუთზე მეკარე გულაჩის შეცდომით ჰავერცმა ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ბუნდესგუნდის სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - პირისპირ გასულმა შაფერმა ნოიერის კარი დალაშქრა. 84-ე წუთზე კი გორეცკამ ანგარიში 2:2 გახადა და გერმანიას მერვედფინალის საგზური მოუპოვა.
მიუნხენი. „ალიანც არენა“
გერმანია - უნგრეთი 2:2
გოლები: 0:1 სალაი (11), 1:1 ჰავერცი (66), 1:2 შაფერი (68), გორეცკა (84)