უცხოური ფეხბურთი

ევროპის ჩემპიონატი

ლიოვმა ახსნა, თუ რატომაა იმედიანად ინგლისთან მატჩის წინ

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ინგლისთან ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალური მატჩის წინ საკუთარი მოსაზრება Get German Football News-თან გამოთქვა:

"მე არ ვნერვიულობ, ეს სრულიად განსხვავებული მატჩი იქნება. უნგრეთმა ავტობუსი ჩააყენა, ყველანი ბურთის უკან იყვნენ. ინგლისთან ყველაფერი სხვანაირად იქნება: სახლში ითამაშებენ და შეტევას მოინდომებენ. ღია მატჩი იქნება, უფრო ღია, ვიდრე უნგრეთთან.

ჩვენ უნდა მოვუმატოთ და ეს გვესმის. აუცილებელია ბურთს მოვუფრთხილდეთ და მთლიანობაში ყურადღებით ვიყოთ, განსაკუთრებით, სტანდარტულებისას. ინგლისთან იმავე შეცდომების გამეორება არ შეიძლება. ეს სხვა მატჩი იქნება და მოუთმენლად ველით".