დელ პიერო: "შედეგის მომტანი ცვლილებები აუცილებელია"

AutoSharing Option
იტალია - ავსტრიის შეხვედრას (2:1 დამატებით დროში) "სკუადრა აძურასა" და "იუვენტუსის" ყოფილი ვარსკვლავი, ალესანდრო დელ პიერო გამოეხმაურა:

"ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ მეოთხედფინალში გასვლა მოვახერხეთ, მაგრამ დაძაბული თამაშისა და ნერვიულობის გამო, ყველამ რამდენიმე კილოგრამი მაინც დავკარგეთ...

იტალიის ნაკრებისგან სხვა თამაშს ველოდით, მოულოდნელობით ავსტრიელებმაც გაგვაკვირვეს. ცოტა შეგვეშინდა, განსაკუთრებით არჩათვლილი გოლის ეპიზოდში, მაგრამ ამისგან უნდა ვისწავლოთ, რათა მომავალში, გუნდზე ყოველივე დადებითად აისახოს.

როცა რაიმე ისე არ ხდება, როგორც საჭიროა, აუცილებელია შედეგის მომტანი ცვლილებების შეტანა შეგეძლოს."

46 წლის დელ პიეროს იტალიის ნაკრების რიგებში 91
შეხვედრაში 27 გოლი აქვს გატანილი და მის რიგებში 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონია.

იტალიის ნაკრების მეტოქე მეოთხედფინალში ბელგია ან პორტუგალია იქნება.

მომზადებულია SKY SPORT - ის მიხედვით



altმანჩინი: 2 გოლი ადრე უნდა გაგვეტანა და საქმე მოგვეთავებინა

altმატჩი და რა მატჩი - კლასმა თავისი გაიტანა და იტალიამ ავსტრია დამატებით დროში გატეხა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 2 /
ოხ, ეს გოლი როგორ მახსოვს
Biannkoneri
18:37 27-06-2021
1
დღესაც თვალწინ მიდგას ალექსას ორი ერთიერთზე გასვლა 2000 ის ფინალში..არ იყო მისი დღე:(((
L.J.
17:59 27-06-2021
1

სიახლეები პოპულარული