ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში შვეიცარიამ საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა, კილიან მბაპეს მიერ შესრულებული გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი კი მეკარე იან ზომერმა მოიგერია, რომელიც რა გასაკვირია, ნამატჩევს კარგ ხასიათზე გახლდათ.
"ჩვენ ისტორია დავწერეთ. მთელი ძალები მოედანზე დავტოვეთ. როდესაც მსოფლიოს ჩემპიონს თამაშს 1:3-დან შემოუტრიალებ...
ჩვენი არავის სჯეროდა, მაგრამ ყველაფერი შევცვალეთ და ვთქვით, რომ ბოლომდე გავალთ. საფრანგეთს ჰქონდა მომენტი, როდესაც 1:3-ისას ქედმაღლურად მოქმედებდა და ამით ცივსისხლიანად ვისარგებლეთ.
ჩვენი არავის სჯეროდა, მაგრამ ყველაფერი შევცვალეთ და ვთქვით, რომ ბოლომდე გავალთ. საფრანგეთს ჰქონდა მომენტი, როდესაც 1:3-ისას ქედმაღლურად მოქმედებდა და ამით ცივსისხლიანად ვისარგებლეთ.
თამაშის სიუჟეტი ჰოლივუდური იყო? დე ნიროს უნდა დავურეკო, რათა ვკითხო, სურს თუ არა, ამ მატჩში ჩემი როლი ითამაშოს", -
განუცხადა ზომერმა "სპოქსს".