შევჩენკო: უკრაინის სიყვარული დავიმსახურეთ - გეგმამ გაამართლა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში შვედეთის 2:1 დამარცხების შემდეგ ТК Футбол-ს სახელდახელო ინტერვიუ უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ მისცა.

- გადავწყვიტეთ, ჩვენი ფლანგები უფრო უსაფრთხო გაგვეხადა. ნახევარმცველებს ძალიან ბევრი სირბილი ვთხოვეთ, იარმოლენკოს პოზიცია ცოტა გადავაწყეთ. თამაშის კონტროლი ვცადეთ, რაც ყოველთვის არ გამოგვდიოდა, მაგრამ გუნდმა დავალება სრულად შეასრულა. არ ვჩქარობდით, ბურთი ფლანგიდან ფლანგზე გადაგვქონდა. ასე გავიტანეთ პირველი გოლი.

- გამარჯვება კანონზომიერია?
- ორმა მეტოქემ ძალიან კარგად ითამაშა. საინტერესო ფეხბურთი იყო. არავის უნდოდა წაგება, ამიტომ მივატანეთ ასეთ დრამამდე.

- მალინოვსკი სათადარიგოთა შორის დატოვეთ, ზინჩენკო დაცვაში
მარცხნივ დააყენეთ. რითი ხელმძღვანელობდით?

- არასტანდარტულ გადაწყვეტილებებთან პრობლემა არ გვაქვს. ვიცოდით, პირველივე წუთიდან გუნდი როგორ ითამაშებდა. ვიცოდით, ვის შეეძლო თამაში გაეძლიერებინა. ჩვენმა არჩეულმა გეგმამ გაამართლა.

- ფანების მხარდაჭერას გრძნობდით?
- ჩვენ საგულშემატკივროდ ყველა მოსულს მადლობას ვუხდი. ჩემი ოჯახი ჩამოვიდა, ბავშვები. ამ შედეგის მიღწევა ძალიან მინდოდა. ძალისხმევისათვის მთელ გუნდს მადლობას ვუხდი. ამ გმირობისათვის.

მადლობა ჩვენს პრეზიდენტს. მან დაგვირეკა და გუნდს მხარი დაუჭირა. ჩვენ ვიცით, რომ გვგულშემატკივრობენ. გუნდმა თავდადებით უკრაინის სიყვარული დაიმსახურა.

- შემდეგი მატჩი იტალიაშია. როგორი შეგრძნება გაქვთ?
- რთული მატჩი იქნება. ვიცით, ვისაც ვეთამაშებით. სიხარულისთვის დრო გვაქვს, ხვალ კი რომში მივფრინავთ და მომზადებას დავიწყებთ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები უკრაინელებს!!!! ჩევ ძმება
ლაშა19
30 ივნისი 2021 16:35
1
რუსების სიფათები მანახა... )
ILIA
30 ივნისი 2021 09:56
1

სიახლეები პოპულარული