ბურიაკი: დღეს ევროპაში არ არის ნაკრები, რომლის დამარცხება უკრაინას არ შეუძლია

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში უკრაინისა და ინგლისის ნაკრებების მატჩის წინ უკრაინის ეროვნული გუნდის ყოფილმა მწვრთნელმა ლეონიდ ბურიაკმა ua-football-თან ინტერვიუში ისაუბრა.

- უკრაინას ინგლისთან ადვილი თამაში არ ელის. თუ ინგლისელთა გერმანიასთან მატჩზე ვისაუბრებთ, 3-4 საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. სასტარტოში მხოლოდ იმიტომ არ დააყენეს, რომ თავს ცუდად იცავენ. შეტევაში კი ძალიან მაგრად თამაშობენ.

დღეს ევროპაში არ არის ნაკრები, რომლის დამარცხება უკრაინას არ შეუძლია. უკრაინა ყველასთან ორგანიზებისა და კონდიციების ხარჯზე ითამაშებს. ჩვენი ფეხბურთელები ავსტრიის შემდეგ ცოტა "ჩამომჯდრები" იყვნენ, მაგრამ დრო გავიდა და
ძალები აღიდგინეს, განიტვირთნენ. მე ვფიქრობ, ინგლისთან შეხვედრას უკრაინა კარგ მდგომარეობაში უნდა შეხვდეს. ინგლისთან ძალიან ძნელი იქნება თამაში. ეს ძალიან ძლიერი გუნდია. ეს არც შვედეთია და არც ავსტრია. ზინჩენკომ ხომ თქვა, რომ მათი სათადარიგოების ფასი იმდენივეა, რამდენიც მთელი უკრაინის ნაკრების.

- უკრაინის ნაკრებს ინგლისთან მატჩისათვის მოტივაცია ეყოფა?
- ადამიანები ქვეყნისათვის თამაშობენ, არის პრემიალურები. გუნდს პრეზიდენტმა მიულოცა. ახლა ამით უკრაინაში ხალხი ცხოვრობს. ლაპარაკობენ ბესედინზე, დოვბიკსა და სხვა ფეხბურთელებზე. მადლობა ღმერთს, ეს ასეა.

- ინგლისელთა მხრიდან უკრაინის დაუფასებლობას შეიძლება ადგილი ჰქონდეს?
- არა. მათ ესმით, რომ თუ ვერ მოიგეს, ევროზე შემდეგი მატჩი არ ექნებათ. პრემიალურების საკითხიცაა და ნაკრების პრესტიჟისაც.

- შირერმა და კარაგერმა მიანიშნეს, რომ ამ სტადიაზე ინგლისისთვის უკრაინა საუკეთესო მეტოქეა...
- ბუნებრივია, ისინი ასე ილაპარაკებენ. შვედებიც ასე ლაპარაკობდნენ. არჩევანის უფლება რომ ჰქონდეთ, იმის გათვლისწინებით, რომ არიან ისეთი გუნდები, როგორიც ესპანეთია და ა.შ. რა თქმა უნდა, უკრაინას აირჩევდნენ.

მკითხველის კომენტარები / 10 /
აუ ამათ თავში რა მაგრად ავარდნიათ... რას უზავს ინგლისი წარმოსახვაც მზარავს....... მალე დაეშვებით მიწაზე
რომა
10:41 02-07-2021
9
ამათ მაგრად აუვარდათ თავში მგონი.მაკედონიას მოუგეს,ავსტრიამ გადასანსლა და შვედეთთან უბრალოდ ძალიან გაუმართლათ.გულწრფელად სჯერათ რომ ევროპის რვა საუკეთესო გუნდშია მათი ადგილი.ძალიან სასაცილოა.უბრალოდ ძალიან იღბალა გუნდია,ასე გავიდნენ 2006-ში მეოთხედფინალში,ტუნისს მოუგეს,საუდის არაბეთს და პენალტებამდე ძლივს მიღწეული შვეიცარიას.
master
08:11 02-07-2021
8

სიახლეები პოპულარული