გულშემატკივრები საფრანგეთისა და შვეიცარიის შეხვედრის გამეორებას ითხოვენ, UEFA თავის პოზიციაზე რჩება

AutoSharing Option
საფრანგეთის ეროვნული ნაკრები ევრო 2020-ს უკვე გამოეთიშა, თუმცა 240 000-ზე მეტი გულშემატკივარი პეტიციას ხელს აწერს, რათა ფრანგებისა და შვეიცარიის შეხვედრა თავიდან ჩატარდეს, ხელმოწერები კი UEFA-ში იგზავნება.

თერთმეტმეტრიანის დროს მეკარეს კარის ხაზზე, როგორც მინიმუმ, 1 ფეხი უნდა ედგას, "მამლების" გულშემატკივრები კი ამბობენ, რომ იან ზომერმა ეს წესი არ დაიცვა და ისე მოიგერია კილიან მბაპეს პენალტი, რამაც შვეიცარიელებს მეოთხედფინალის საგზური მოუპოვა.

RTL Sport-ის მიხედვით, 240 000 გულშემატკივარზე მეტმა ადამიანმა პეტიციას ხელი უკვე მოაწერა, რათა შეხვედრა თავიდან ჩატარდეს, ამ ხმების რაოდენობა კი ნელ-ნელა
იზრდება.

შეგახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ფრანგები შეხვედრის მიწურულს 3:1 იგებდნენ, შვეიცარიელებმა თამაშში დაბრუნება, ჯერ 2 გოლის გატანა, შემდეგ კი თერთმეტმეტრიანებში 5:4-ის მოგება და ევრო 2020-ის მეოთხედფინალში გასვლა მოახერხეს.

თავის მხრივ, UEFA დარწმუნებულია თავის გადაწყვეტილებაში და ისევ თავის პოზიციაზე რჩება, რომ VAR-მა სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 10 /
რა გახარებული არიან იტალიის ფანები, როგორ გეშინოდათ ფრანგების და როგორ გაგიმართლათ. აქამდე ჭ კლასთან მაგრები იყავით. თუმცა, დღეს დაგამწუხრებთ ბელგია.
იური ჯორკაეფი
16:47 02-07-2021
11
ნუ იჩქარებთ ფრანგებო, ხელახალ მერვედფინალს თქვენი ფაქიზი ფსიქიკა ვერ გაუძლებს... ამიტომ აცალეთ შვეიცარიელებს, ვინ იცის, ევროპის ჩემპიონობას გამოჰკრან ხელი და მერე ერთბაშად ჩემპიონობაზე შეგეძლებათ პეტიციის შედგენა...
ვოოტ
14:13 02-07-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული