დანია 1992 წლის შემდეგ პირველად გავიდა ნახევარფინალში - მაშინ ტურნირი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის 1/4 ფინალში დანიამ ჩეხეთი 2:1 დაამარცხა და 1992 წლის შემდეგ პირველად გავიდა ნახევარფინალში - მაშინ ტურნირი მოიგო.

დანიამ დებიუტიდანვე მოაქცია მეტოქე წნეხქვეშ და დილეინიმ თავურით ანგარიში გახსნა, შემდეგ დამსგორმა ვერ გამოიყენა კარგი მომენტი. თანდათან ჩეხებმაც შეუტიეს და პირისპირ გასულ ჰოლეშს გატანა შმეიხელმა არ დაანება. აქედან მოყოლებული ტემპი დაეცა, თამაში გათანაბრდა და ნაკლებად სანახაობრივი გახდა. თუმცა, სკანდინავიელები მაინც უკეთ ასპარეზობდნენ, ჯერ დამსგორმა გაუშვა შანსი, მერე კი დოლბერგმა ულამაზესი გოლი გაიტანა და პირველი ტაიმი 2:0 მოიგეს.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე ჩეხებმა
დიდი ძალებით შეუტიეს, ორჯერ კარშიც დაარტყეს, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა შმეიხელი. მესამე ცდიდან კი მიზანსაც უწიეს - შიკმა ევრო 2020-ზე მეხუთე გოლი გაიტანა და ანგარიში შეამცირა. 64-ე წუთზე სლავების ორი ფეხბურთელი დაშავდა - ბრაბეცი შესაცვლელი შეიქნა, ხოლო სოუჩეკმა თავშეხვეულმა გააგრძელა თამაში.

ბოლოსკენ ძალები უფრო იულმანდის შეგირდებს შემორჩათ, მეკარე ვაცლიკმა ორჯერ გადაარჩინა ჩეხეთი და საბოლოოდ დანიამ დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

დანიამ, რომელმაც ორი სასტარტო წაგების შემდეგ ჯგუფიდან ძლივს გააღწია, ნახევარფინალში ინგლისსა და უკრაინას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ბაქო. „ოლიმპია“

ჩეხეთი - დანია 1:2
გოლები: 0:1 დილეინი (5), 0:2 დოლბერგი (42), 1:2 შიკი (49)

. მიმდინარე ტურნირზე ფეხბურთელებმა უკვე 24 გოლი გაიტანეს თავით, რაც რეკორდია.
. დანიამ ევროზე 11 გოლი გაიტანა - ეს მისი რეკორდია.
. შიკმა ტურნირზე მეხუთე გოლი გაიტანა და ევროზე ჩეხებს შორის ბაროშის რეკორდი გაიმეორა.
. დანიამ ბოლო 3 მატჩი საერთო ანგარიშით 10:2 მოიგო.

altდანიის ნაკრების მწვრთნელი საინტერესო ისტორიითა და ტკივილით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვივა უკრაინა!
ძირს პუტინი, მაღლა ჟორა,
ვახ რა მაგრად ლოცავს მოლა....
კადიროვი მესიზმრა და, ვახ რა მაგრად გამაჟრჟოლა.. უკრაინის პრეზიდენტის ინტერვიუდან...
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
01:13 04-07-2021
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული