ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისთან 0:4 წაგება უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა ანდრეი შევჩენკომ "Футбол 1"-თან ინტერვიუში ასე ახსნა.
- დღეს ყველაზე დიდი როლი სათამაშო ეპიზოდებმა ითამაშა, განსაკუთრებით მეორე სართულზე. ვიცოდით, ინგლისელებს უპირატესობა ექნებოდათ.
გამოგვაკლდა ცენტრალური მცველი კრივცოვი, რომელსაც შეეძლო რაღაც კონკურენცია გაეწია მეორე სართულზე. ეს ჩვენთვის საგრძნობი დანაკლისი იყო.
- სწრაფი გოლები პირველი და მეორე ტაიმების დასაწყისში გაუშვით.
- სწრაფი გოლები პირველი და მეორე ტაიმების დასაწყისში გაუშვით.
- ისევ ეპიზოდები, რომლებიც ბოლომდე ვერ ვითამაშეთ. გუნდი არავითარ შემთხვევაში არ ამბობდა უარს თავისი თამაშის სტრუქტურაზე, თავის პრინციპებზე. მატჩისას იყო ძალიან კარგი ეპიზოდები, როდესაც კარგად
ვაკონტროლებდით, მომენტებს ვქმნიდით. კლასში სხვაობაა.
ინგლისელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ მეორე სართულზე და გამოიყენეს კიდეც.
- რამდენად დაგაკლდათ მალინოვსკი?
ინგლისელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ მეორე სართულზე და გამოიყენეს კიდეც.
- რამდენად დაგაკლდათ მალინოვსკი?
- ყველა ფეხბურთელი რომ გვყოლოდა, გუნდი უკეთ რომ დაკომპლექტებულიყო, ფეხბურთელებს რომ ტურნირისას ტრავმები არ მიეღოთ, უკეთეს ფორმაში მყოფები რომ გამოცხადებულიყვნენ - ვფიქრობ, იგივე შედეგს გავიმეორებდით.
- შედეგს როგორ შეაფასებდით?
- შედეგს როგორ შეაფასებდით?
- ამას ახლა არ გავაკეთებ, ჩავფრინდებით კიევში, დავილაპარაკებთ, რა გაკეთდა კარგად, რა - ცუდად.