მანჩინი: ესპანელთა სასტარტოში ცვლილებამ პრობლემები შეგვიქმნა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ესპანეთის დამარცხების შემდეგ კომენტარი იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ გააკეთა.

"პენალტი სისასტიკეა. რთული თამაში იყო. ესპანეთი კარგი გუნდია, რომელიც მაღალი კლასის ფეხბურთს აჩვენებს. ჩვენ ჩვეულად არ ვითამაშეთ, მაგრამ თავგანწირულად ვიბრძოლეთ.

ესპანელთა სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებამ პრობლემები შეგვიქმნა, თუმცა კოორდინაცია მოვახერხეთ და ძალიან არ ვრისკავდით.

ვიცოდით, რომ ესპანელები ბურთის კონტროლის ოსტატები არიან და პრობლემებს შეგვიქმნიდნენ. ამიტომ ადაპტირება და ბოლომდე ბრძოლა იყო საჭირო.

ფეხბურთის გუნდები უტევენ და თავს იცავენ, არ შეიძლება მხოლოდ შეტევა. შანსები ორივე გუნდს ჰქონ
და. ორივე გუნდი შესანიშნავია და ყველა გუნდი იცავს თავს, მარტო იტალია კი არა", - ციტირებს მანჩინის Football Italia.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული