ინგლისი-დანია 2:1 - უკეთესმა გუნდმა საკამათო პენალტით იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისმა დამატებით დროში დანია 2:1 დაამარცხა, ფინალში პირველად გავიდა და 11 ივლისს იტალიას უმასპინძლებს.

55 წლის შემდეგ პირველად, ინგლისს დიდი ტურნირის მოგება შეუძლია - ისევ "უემბლიზე"

მატჩის წინ ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ალან შირერმა განაცხადა, რომ ევროპირველობის მოგების საუკეთესო საშუალება აქვთ, თუმცა მათი დღევანდელი მეტოქე უკვე სულ სხვა კლასისა გახლდათ. მეკარე კასპერ შმეიხელმა თქვა, რომ მოწინააღმდეგეს ეს ტურნირი არასოდეს მოუგია და ფეხბურთი სახლში ვერ დაბრუნდებოდა. სხვათა შორის, „სამი ლომის“ კაპიტანს, ჰარი კეინს, კარიერაში ყველაზე მეტი გოლი სწორედ
კასპერისთვის
ჰქონდა გატანილი - 14. კასპერის მამამ, პეტერ შმეიხელმა, აღნიშნა, რომ რატომღაც მედია ფავორიტად მასპინძლებს მიიჩნევდა, თუმცა, მისი აზრით, გამარჯვების მეტი შანსი დანიას ჰქონდა.

დანიამ მოიგერია რა ბრიტანელთა სასტარტო იერიშები, ინიციატივას დაეუფლა და დამსგორმა ანგარიში გახსნა. ეს ტურნირზე ინგლისელთა პირველი გაშვებული და საერთოდ, 2000 წლის შემდეგ პლეი-ოფში საჯარიმოდან გატანილი პირველი გოლია. ინგლისმა შტურმით უპასუხა. სტერლინგს გატანა შმეიხელმა არ დაანება, სულ მალე კი ანგარიში გათანაბრდა - საკამ განივად სტერლინგს უპასა, კიაერმა ბურთი ჩაჭრა და საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი. ეს ტურნირზე მე-11 ავტოგოლია.

აღსანიშნავია, რომ უკრაინასთან წინა მატჩისგან განსხვავებით, ინგლისელები მეორე სართულზე ვერ ბატონობდნენ და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმი ინგლისელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა შმეიხელი. ბოლოს მთლად ცალკარა თამაში წავიდა, დანიამ გაუძლო და დამატებითი დრო დაინიშნა.

ექსტრა ტაიმში საუთგეითის გუნდმა სკანდინავიელები კვლავ საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა. სტერლინგმა პენალტი გამოიმუშავა (ცოტა არ იყოს, საკამათო). შმეიხელმა კეინის დარტყმული მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ჰარიმ ყველას დაასწრო და 2:1. დარჩენილ დროში დანიას თამაშის შემოსატრიალებლად ელემენტარულად ძალა არ ეყო და ინგლისმა საქმე მშვიდად მიიყვანა ლოგიკურ დასასრულამდე.

ლონდონი. „უემბლი“
ინგლისი - დანია 2:1 (ძირ. დრო 1:1)
გოლები: 0:1 დამსგორი (30), 1:1 კიაერი (39, საკ. კარში), 2:1 კეინი (104)
გამოუყენებელი პენალტი: კეინი (104)

. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კეინი დაასახელეს.
. პიკფორდმა 55 წლის წინ ბენქსის მიერ დამყარებული 720-წუთიანი „მშრალი სერიის“ რეკორდი დაამხო - გოლი 721-ეზე გაუშვა.
. 2000 წლის შემდეგ პირველად, ევროს ორივე ნახევარფინალში დამატებითი დრო დაინიშნა.
. კეინმა დიდ ტურნირებზე 10 გოლი გაიტანა და ინგლისელთა შორის ლინეკერის რეკორდი გაიმეორა.
. კეინი ევროპირველობაზე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც დამატებით დროში თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
მკითხველის კომენტარები / 36 /
გამეორების ნახვის შემდეგ მოველოდი რომ სტერლინგს ყვითელ ბარათს მისცემდნენ სიმულაციისთვის. ნეტა ვიდეორეფერიმ რომელ გამეორებას უყურა(?)….
V.A.R
08 ივლისი 2021 07:42
2
რა იყო საკამათო? აშკარა სიმულაცია იყო
Რაგბის ფანი
08 ივლისი 2021 02:33
6
1 არხის წამყვანები და ამ სტატიის დამწერები ერთი ხართ? რა სადავო პენალტი იყო 2 მა კაცმა მიიღო მონაწილეობა სტერლინგის წაქცევაში !! თქვენ არაობიექტურობას საზღვარი არ აქვს !! გავიგეთ რო ინგლის არ ქომაგობთ მაგრამ სხვას ნერვებს რატო უშლით :D ინგლისი ჩემპიონია !!
ავთო
08 ივლისი 2021 01:50
63
რა მნიშვნელობა აქვს ვის ვქომაგობთ და ვის არა? არ იყო მანდ პენალტი და ჰა, ან საკამათო რა იყო? რადგან დაინიშნა მაგის გამო გახდა საკამათო, თორემ რომ არ დანიშნულიყო არც ემახსოვრებოდა ეგ ეპიზოდი არავის
gizo
08 ივლისი 2021 10:15
1
ყველაზე ზუსტი დიაგნოზი კი დასვა მაგ წამყვანმა - ინგლისს პენალტი საშუალო არითმეტიკულით გამოუყვანესო... ინგლისელების მსგავსი ამპარტავანი ნაროდი ნაჩუქარი პენალტით არ უნდა იგებდეს თამაშს და ამას თვითონაც აღიარებენ...
მ.ტ.
08 ივლისი 2021 10:05
1
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული