ინგლისი-დანია 2:1 - უკეთესმა გუნდმა საკამათო პენალტით იმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისმა დამატებით დროში დანია 2:1 დაამარცხა, ფინალში პირველად გავიდა და 11 ივლისს იტალიას უმასპინძლებს.

55 წლის შემდეგ პირველად, ინგლისს დიდი ტურნირის მოგება შეუძლია - ისევ "უემბლიზე"

მატჩის წინ ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ალან შირერმა განაცხადა, რომ ევროპირველობის მოგების საუკეთესო საშუალება აქვთ, თუმცა მათი დღევანდელი მეტოქე უკვე სულ სხვა კლასისა გახლდათ. მეკარე კასპერ შმეიხელმა თქვა, რომ მოწინააღმდეგეს ეს ტურნირი არასოდეს მოუგია და ფეხბურთი სახლში ვერ დაბრუნდებოდა. სხვათა შორის, „სამი ლომის“ კაპიტანს, ჰარი კეინს, კარიერაში ყველაზე მეტი გოლი სწორედ
კასპერისთვის
ჰქონდა გატანილი - 14. კასპერის მამამ, პეტერ შმეიხელმა, აღნიშნა, რომ რატომღაც მედია ფავორიტად მასპინძლებს მიიჩნევდა, თუმცა, მისი აზრით, გამარჯვების მეტი შანსი დანიას ჰქონდა.

დანიამ მოიგერია რა ბრიტანელთა სასტარტო იერიშები, ინიციატივას დაეუფლა და დამსგორმა ანგარიში გახსნა. ეს ტურნირზე ინგლისელთა პირველი გაშვებული და საერთოდ, 2000 წლის შემდეგ პლეი-ოფში საჯარიმოდან გატანილი პირველი გოლია. ინგლისმა შტურმით უპასუხა. სტერლინგს გატანა შმეიხელმა არ დაანება, სულ მალე კი ანგარიში გათანაბრდა - საკამ განივად სტერლინგს უპასა, კიაერმა ბურთი ჩაჭრა და საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი. ეს ტურნირზე მე-11 ავტოგოლია.

აღსანიშნავია, რომ უკრაინასთან წინა მატჩისგან განსხვავებით, ინგლისელები მეორე სართულზე ვერ ბატონობდნენ და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმი ინგლისელთა უპირატესობით მიმდინარეობდა, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა შმეიხელი. ბოლოს მთლად ცალკარა თამაში წავიდა, დანიამ გაუძლო და დამატებითი დრო დაინიშნა.

ექსტრა ტაიმში საუთგეითის გუნდმა სკანდინავიელები კვლავ საკუთარ საჯარიმოს მიაჯაჭვა. სტერლინგმა პენალტი გამოიმუშავა (ცოტა არ იყოს, საკამათო). შმეიხელმა კეინის დარტყმული მოიგერია, მაგრამ დამატებაზე ჰარიმ ყველას დაასწრო და 2:1. დარჩენილ დროში დანიას თამაშის შემოსატრიალებლად ელემენტარულად ძალა არ ეყო და ინგლისმა საქმე მშვიდად მიიყვანა ლოგიკურ დასასრულამდე.

ლონდონი. „უემბლი“
ინგლისი - დანია 2:1 (ძირ. დრო 1:1)
გოლები: 0:1 დამსგორი (30), 1:1 კიაერი (39, საკ. კარში), 2:1 კეინი (104)
გამოუყენებელი პენალტი: კეინი (104)

. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად კეინი დაასახელეს.
. პიკფორდმა 55 წლის წინ ბენქსის მიერ დამყარებული 720-წუთიანი „მშრალი სერიის“ რეკორდი დაამხო - გოლი 721-ეზე გაუშვა.
. 2000 წლის შემდეგ პირველად, ევროს ორივე ნახევარფინალში დამატებითი დრო დაინიშნა.
. კეინმა დიდ ტურნირებზე 10 გოლი გაიტანა და ინგლისელთა შორის ლინეკერის რეკორდი გაიმეორა.
. კეინი ევროპირველობაზე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც დამატებით დროში თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
მკითხველის კომენტარები / 36 /
VAR check on. ეგ იცით, რა არის? ჰოდა, სადავო ვერ იქნება ის, რაც კომპიუტერულმა პროგრამამ პენალტად ჩათვალა, თანაც დაყოვნების გარეშე.
კოტე
08 ივლისი 2021 14:45
10
თქვენ თავად არ იცით რა არის ვარ ჩეკ ონ. ეს არის ვიდეო ასისტ რეფერი. ადამიანი უყურებს ვიდეოს და ადამიანი წყვეტს. კომპიუტერი მხოლოდ გოლზე წყვეტს.
ვიდეო რეფერი მხოლოდ მაშინ ერევა, როცა აშკარა შეცდომაა. იყო მცირე კონტაქტი აქედან გამომდინარე აშკარა შეცდომა არ ყოფილა მაგრამ პატიოსანი 1000 მსაჯიდან 999 არ დადებდა პენალტს. ხოლო დამატებით დროში ალბათ 10000 9999.
აშკარაა რომ ფინანსური მიზეზია, რომ ინგლისი გასულიყო.
კოტე-ს
08 ივლისი 2021 16:06
0
ვთქვათ და პენალტი იყო(სინამდვილეში მინიმალური შეხება იყო და წინასწარვე დაიწყო ვარდნა),მსაჯმა რატომ არ შეაჩერა შეხვედრა,ერთი წამით ადრე,მოედანზე ერთმანეთისაგან ორ მეტრში, ორი ბურთი რომ იყო?მსაჯი ვალდებული იყო თამაში შეეჩერებინა და მეორე ბურთი მოედნიდან მოეშორებინათ.თვითონ ინგლისელი სპეციალისტები ამბობენ,რომ არ იყო დასანიშნი.
სოსო
08 ივლისი 2021 20:02
0
სადავო იმას ნიშნავს რომ დაინიშნა - დავობენ,არ დაინიშნებოდა და - უფრო მეტად იდავებდნენ!
alex
08 ივლისი 2021 09:05
20
არ დანიშნავდა და დღეს იმაზე იკამათებდით რატომ არ დანიშნაო!!!!!შესაბამის ჰედლაინებსაც მოიფიქრებდით.ერთი სიტყვით იაფფასიან სკანდალებზე ხართ ორიენტირებული,ამიტომ გაიარეთ ბიძიკო თქვენს გზაზე!!!!!!!!!!!!!!
alex
08 ივლისი 2021 16:26
9

სიახლეები პოპულარული