
"არსენალის" ყოფილ მწვრთნელს, არსენ ვენგერს, მიაჩნია, რომ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში მსაჯს, დანი მიკელის, რაჰიმ სტერლინგის წაქცევისთვის დანიელთა კარში პენალტი არ უნდა დაენიშნა.
"ეს პენალტი არ არის! არ მესმის, VAR-მა არბიტრს რატომ არ სთხოვა მომენტი განმეორებით ენახა", - თქვა ვენგერმა beIN Sports-ის ეთერში.