ორი ბურთი მოედანზე და ელისაბედ II VAR-ზე - მსაჯის მიერ დანიშნული პენალტის გამოხმაურება

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ინგლისის ნაკრების სასარგებლოდ დანიელთა კარში დანიშნულმა პენალტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. ბევრი მიიჩნევს, რომ "სამ ლომს" მიზანმიმართულად უწყობენ ხელს.

ყველაზე ყურადსაღები განცხადება ლივერპულისა" და გერმანიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა დიტმარ ჰამანმა გააკეთა, რომელმაც მსაჯი მინიშნებით დავალების შესრულებაში დაადანაშაულა: "სამარცხვინო გადაწყვეტილება. გასაგებია, რომ უნდა გააკეთო ის, რაც შენგან მოითხოვება, მაგრამ ამას ხომ ბავშვები უყურებენ".

ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა გარი ნევილმა აღიარა, რომ არბიტრს თერთმეტმეტრიანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაენიშნა, მილიონი შემთხვევიდან არც ერთში, ვინაიდან სტერლინგზე შეხება ძალიან სუსტი იყო.

"რომას" მწვრთნელმა
ჟოზემ მოურინიომ თქვა, რომ ასეთი პენალტის დადებით იმედგაცრუებულია და ინგლისს თავისით, დახმარების გარეშე უნდა მოეგო.

მოსკოვის "ლოკომოტივის" ექსმწვრთნელის, იური სიომინის აზრით, ეს დიდებული მატჩი არბიტრის შეცდომამ გააფერმკრთალა.

Sportall.Ge

ხაზგასასმელია, რომ ვიდრე საჯარიმოში სტერლინგი წაიქცეოდა, მოედანზე ორი ბურთი იყო და მსაჯს, დანი მაკელის, თამაში უნდა შეეჩერებინა.

სოციალურ ქსელებში კი გულშემატკივრები ხუმრობენ და ამბობენ, რომ VAR-ზე მისი სამეფო უდიდებულესობა დედოფალი ელისაბედ II მუშაობდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
არავინ ამომბს რომ ინგლისს არ ეკუთვნოდა მოგება, მაგრამ მე მაგალთად მსგავსი არ მიანხავს ფაქტიურად ორი ბურთით გარბოდა სეტერლინგი და ყველანირი წესი მიუთითებს რომ თამაში უნდა გაჩერებულიყო, არაფერს ვამბობ საჯარიმოში კონტაქტზე რომნელიც არ ყოფილა. წესი წესია, თუმცა მსაჯი ხშირად სცდება, მაგრამ ვარი არ უნდა სცდებოდეს.
dato
13:17 09-07-2021
0
სად დაინახეს ინგლისს რო ხელს უწყობენ ამგრად მიკვირს?აი ვინმემ თამაშით აჯობა და გოლები არ ჩაუთვალეს ინგლისთან?იქნებ დანიამაც არარსებული ჯარიმით გაიტანა გოლი?ან ისიც გაიხსენოთ გერმანიასთან ლამპარდს რომ სუფთა გოლი არ ჩაუთვალეს?და კიდევ უამრავი ფაქტი!ერთი რაღაცა აქ ქართველ კომენტატორებს როგორც სილქის და ასევე საზოგდოებრივი მოუწყობელის კომენტატორებს არ უნდოდათ ინგლისის გასვლა!ეს იგრძნობოდა მთელი ტურნირი!და არარსებულ პენალტს რაც შეეხება ეგეც სადავოა მაგრამ არც საფრანგეთის არც პორტუგალიის და მითუმეტეს არც ესპანეთის და იტალიის ფანებს ეგ არ უნდა გაგიკვირდეთ!!!!
აბგდ
12:33 09-07-2021
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული