მანჩინი შოტლანდიელთა "მამაცი გულია" და ინგლისის დამარცხებას ემუდარებიან

AutoSharing Option
11 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისი იტალიას უმასპინძლებს. მატჩის წინ რა თქმა უნდა, დიდი აჟიოტაჟია. შოტლანდიელები იტალიელებს ქომაგობენ და ამას არც მალავენ.

შოტლანდიურმა გაზეთმა "The National"-მა დღევანდელი ნომრის გარეკანზე "სკუადრა აძურას" მწვრთნელი რობერტო მანჩინი ფილმ "მამაცი გულის" გმირის, უილიამ უოლესის გამოსახულებაში წარმოსახა და წარწერაც დაურთო:

"გადაგვარჩინე, რობერტო, შენ ჩვენი უკანასკნელი იმედი ხარ. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ კიდევ 55 წელი იყბედონ ამაზე".

მკითხველის კომენტარები / 3 /
უბრალოდ, სასაცილოა. რამდენიმე წლის წინ, შოტლანდიის მოსახლეობამ, რეფერენდუმით თქვა უარი, გასულიყო დიდი ბრიტანეთის შემადგენლობიდან (წინაპრები საფლავებში ბრუნავდნენ ალბათ) და ეს თეატრალური, ვითომ დაპირიაპირება, ვის რაში სჭირდება?
თან ინგლისისან წამოსულ ფინანსურ დოტაციაზე უარს არ ამბობენ, თან კბენენ, თავისი ჭკუით.
მიშა
06:08 12-07-2021
0
იტალია მოიგებს.გამოცდილების და მწვრთნელის წყალობით!საუთგეიტი არის მაგ გუნდის პრობლემა თორემ რესურსი იხარე ისეთი აქვს :DDD
აბგდ
22:52 10-07-2021
0

სიახლეები პოპულარული