11 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის ფინალში ინგლისი იტალიას უმასპინძლებს. მატჩის წინ რა თქმა უნდა, დიდი აჟიოტაჟია. შოტლანდიელები იტალიელებს ქომაგობენ და ამას არც მალავენ.
შოტლანდიურმა გაზეთმა "The National"-მა დღევანდელი ნომრის გარეკანზე "სკუადრა აძურას" მწვრთნელი რობერტო მანჩინი ფილმ "მამაცი გულის" გმირის, უილიამ უოლესის გამოსახულებაში წარმოსახა და წარწერაც დაურთო:
"გადაგვარჩინე, რობერტო, შენ ჩვენი უკანასკნელი იმედი ხარ. ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ კიდევ 55 წელი იყბედონ ამაზე".