იტალიამ ინგლისს "უემბლიზე" სძლია და 53 წლის შემდეგ პირველად გახდა ევროპის ჩემპიონი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის ფინალში იტალიამ ინგლისი პენალტების სერიაში დაამარცხა და ოქროს მედლები მეორედ მოიპოვა.

დებიუტში სტუმრებმა შეუტიეს, კონტრშეტევაზე კი კარის წინ უმეთვალყურეოდ დატოვებულმა შოუმ მასპინძლები დააწინაურა. ვერაფერს იტყვი, ასეთ დასაწყისს საუთგეითის გუნდი ვერც ინატრებდა. იმის გათვალისწინებით, რომ გოლს იშვიათად უშვებენ, ეს მათთვის სერიოზული ფორა გახლდათ. ტურნირზე პირველად მდევრის როლში აღმოჩენილმა იტალიამ იერიშების მიტანა სცადა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. პირველი მომენტი მხოლოდ 35-ე წუთზე შექმნეს, მაგრამ კიეზას შორიდან დარტყმული ბურთი მიზანს ასცდა. ბოლოს იმობილეს მიეცა შანსი, თუმცა ვერ გამოიყენა.

„სკუადრა აძურას“ ბურთის ფლობა
პირველ ტაიმში 62% იყო, გოლი კი ბრიტანელებმა კარში ერთადერთი დარტყმით გაიტანეს.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მანჩინის შეგირდებმა შეუტიეს, ისევ უხიფათოდ და თითქოს ძნელად წარმოსადგენად მოჩანდა, რის ხარჯზე შეძლებდნენ მეტოქის ჩინებულად ორგანიზებული დაცვის გარღვევას. მაინც გაარღვიეს - ჯერ კიეზამ თავად შექმნა მომენტი და მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე პიკფორდი, ხოლო შემდეგ ბონუჩიმ ანგარიში გაათანაბრა.

იტალია უკვე სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, ბერარდიმ გაუშვა მომენტი ხელიდან, მერე აქტიურმა კიეზამ ტრავმა მიიღო და ბერნარდესკიმ შეცვალა. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და დამატებითი დრო დაინიშნა.

დამატებით დროში ანგარიში არ შეიცვალა, პენალტების სერიაში კი 3:2 იტალიამ გაიმარჯვა.

ლონდონი. „უემბლი“
ინგლისი - იტალია 1:1 (დ.დ. 1:1, პენ 2:3)
გოლები: 1:0 შოუ (2), 1:1 ბონუჩი (67)

ინგლისი: პიკფორდი, ტრიპიერი (საკა 71), უოკერი (სანჩო 120), სტოუნზი, შოუ, მაგუაირი, ფილიპსი, რაისი (ჰენდერსონი 74) (რეშფორდი 120), მაუნტი (გრილიში 99), სტერლინგი, კეინი

იტალია: დონარუმა, დი ლორენცო, ბონუჩი, კიელინი, ემერსონი (ფლორენცი 118), ბარელა (კრისტანტე 55), ჟორჟინიო, ვერატი (ლოკატელი 96), კიეზა (ბერნარდესკი 83), ინსინიე (ბელოტი 91), იმობილე (ბერარდი 55)

. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დონარუმა აღიარეს.
. დონარუმამ კარიერაში 5-დან 5 თერთმეტმეტრიანების სერია მოიგო.
. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ბონუჩი დაასახელეს.
. ინგლისმა ტურნირზე 11 გოლი გაიტანა, რაც მისი რეკორდია.
. შოუმ ევროპირველობების ფინალში ყველაზე სწრაფი გოლი გაიტანა.
. შოუ ევროს ისტორიაში „მანჩესტერის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც გოლი გაიტანა.
. 36 წლის კიელინი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი კაპიტანია. მან ბუფონის რეკორდი დაამხო.
. იტალიამ ევრო 2020-ზე 13 გოლი გაიტანა, რაც დიდ ტურნირებზე მისი რეკორდია.
. იტალია 34 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელია - მსოფლიო რეკორდამდე 1 მატჩი უკლია.
. იტალიამ მეექვსედ მოიგო დიდი ტურნირი.

მკითხველის კომენტარები / 18 /
უსახური ჩემპიონატის, უსახური დასასრული.
ჯუანშერი
15:26 12-07-2021
21
ბრავო იტალია!ძალიან ბევრი და ბევრნაირი მხარდაჭერა ჰქონდა ინგლისს,ლეგალური თუ არალეგალური.თვითონაც ძალიან ძლიერი ნაკრებია, უდაოდ და შეეძლოთ გაცილებით უფრო უკეთესი ფეხბურთიც ეთამაშათ,მაგრამ მაინც რაღაც შეზღუდულობა იგრძნობოდა მათ თამაშში.ალბათ დაძაბულობაც,გამოუცდელობაც,ასეთ ტურნირებში გამარჯვებისა და მაინც ნაკლები შემოქმედებითი ფეხბურთელი ჰყავდათ,ვიდრე იტალიელებს.პენალტებში კი,უკვე აშკარად მწვრთნელის შეცდომები გახდა გადამწყვეტი.ბოლო წუთებზე შემოუშვა ჯერ ერთი, ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელები და მერე,ძალიან გვიან შემოუშვა.მათ თამაშში ჩართვა ვერ მოასწრეს,ბურთი ვერ იგრძნეს და მხოლოდ პენალტების დარტყმა დაავალეს.თანაც გადამწყვეტი,ბოლო პენალტებისა.ჯერ რომ მათ დაერტყათ,კიდევ შეიძლებოდა,რადგან გადაწყვეტი დარტყმები არ იქნებოდა და თანაც,სხვა,უკვე დაღლილი დამრტყმელები,იმ ერთ,ორ წუთში,კიდევ ცოტათი უკეთ მოითქვამდნენ სულს.ასე კი,მათ კისერზე დაადგეს მთელი ნაკრების სიმძიმე და მათ ვერ გაუძლეს დაძაბულობას.ფინალში უდიდესი მნიშვნელობა აქვს გამოცდილებას.თუმცა ახლა უკვე ინგლისმაც მიიღო ფინალის გამოცდილება და მსოფლიოს ჩემპიონატისათვის ძალიან ახალგაზრდული,ძალიან ძლიერი და უკვე საკმაოდ გამოცდილი ნაკრები ეყოლებათ.იტალიელებს ვულოცავ გამარჯვებას,თუნდაც იმიტომ,რომ მათ თამაშში არ ყოფილა ბოლო წლებში ძალიან მოდებული ბინძური თამაში,სიმულაცია და ითამაშეს ნაღდი,კაცური ფეხბურთი.მათი გამარჯვება,ფეხბურთის გამარჯვებაა.მეშინოდა,რომ ძალები ბოლომდე არ ეყოფოდათ...იკმარეს და გაიმარჯვეს.
სოსო
15:03 12-07-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული