"რუსეთი ევრო 2020-ზე ყველაზე სასიამოვნო იმედგაცრუებაა" - აცხადებს უკრაინელი მწვრთნელი

AutoSharing Option
უკრაინელმა მწვრთნელმა ვლადიმირ შარანმა ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების თამაში შეაფასა.

"ჩემთვის ევრო 2020-ზე ყველაზე დიდი იმედგაცრუება რუსეთის ნაკრებია. თანაც, სასიამოვნო იმედგაცრუება. იმდენად დიდი პიარი ჰქონდა კონტინენტის პირველობის წინ, რომ "რიხტერის შკალაც" ვერ ზომავდა! რუსულ არხებზე დაუსრულებლივ აცხადებდნენ, რომ ძლიერი გუნდი ჰყავდათ! პირადად მე მათი იმედი არ მქონდა, მით უმეტეს, რუსეთის ჩემპიონატს გარკვეული დროიდან თვალს არ ვადევნებ.

რუსეთის ამჟამინდელი ნაკრები იმდენად სუსტი გუნდია, რომ მასზე ლაპარაკიც არ ღირს! მსოფლიოში ყველაზე დიდი ქვეყანა ფეხბურთში ყველაზე სუსტი აღმოჩნდა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ რუსებს
კრიზისიდან გამოსასვლელი გზა არ აქვთ. თუმცა, პირველ რიგში, საკუთარ თავს უნდა მივაქციოთ ყურადღება. ვთვლი, რომ უკრაინამ ევრო 2020-ზე სავსებით ღირსეულად იასპარეზა", - ციტირებს შარანს Fanday.net.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

myquiz

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული