მათეუსი: არ მიყვარს და არ მეცოდებიან ინგლისელები

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ლოთარ მათეუსმა ევროპის ჩემპიონატის ფინალზე კომენტარი გააკეთა.

"პატიოსნად მინდა გითხრათ, ინგლისელები არ მეცოდებიან. ფეხბურთელებს თანავუგრძნობ, რადგან ბოლომდე დიხარჯნენ. ასეთი წაგება მტკივნეულია.

მათი გულშემატკივრები არ მეცოდებიან, მთელი ინგლისელი ერი. იმ ფაქტის გარდა, როდესაც ჩემი იტალიური წარსულიდან გამომდინარე, მანჩინის გუნდისთვის თითები გადავაჯვარედინე, უკანასკნელ დღეებში მოხდა ამბები, რომლებიც საკმარისია, რათა არ მიყვარდნენ ინგლისელები.

ისინი თვალებში ლაზერით უნათებდნენ დანიელთა მეკარეს, უპატივცემულოდ მოექცნენ პატარა გოგონას, რომელიც ტიროდა, მეტოქეთა ჰიმნს უსტვენდნენ. ნახევ
არფინალში პენალტი არ იყო.

სამწუხაროდ, ქვეყანა, სადაც ფეირ-პლეი პრიორიტეტულად ითვლება, საერთოდ არ იცავს ამ პრინციპებს. ამიტომ კიდევ უფრო მახარებს იტალიის გამარჯვება", - დაწერა მათეუსმა სვეტში Sky Sport Deutschland-ისთვის.

მკითხველის კომენტარები / 11 /
იტალია პატიოსნად გახდა ჩემპიონი, რასაც ინგლისელებზე ვერ იტყვი.
ჟორა
09:25 14-07-2021
0
თქვენ ხუმრობა არ გესმოდეთ, რა უნდა გელაპარაკოთ, სერიოზულად განაწყენდა ამდენი ადამიან, ეეეჰ რას იზამ
ლოტარი
22:31 13-07-2021
0

სიახლეები პოპულარული