მათეუსი: არ მიყვარს და არ მეცოდებიან ინგლისელები

AutoSharing Option
გერმანიის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ლოთარ მათეუსმა ევროპის ჩემპიონატის ფინალზე კომენტარი გააკეთა.

"პატიოსნად მინდა გითხრათ, ინგლისელები არ მეცოდებიან. ფეხბურთელებს თანავუგრძნობ, რადგან ბოლომდე დიხარჯნენ. ასეთი წაგება მტკივნეულია.

მათი გულშემატკივრები არ მეცოდებიან, მთელი ინგლისელი ერი. იმ ფაქტის გარდა, როდესაც ჩემი იტალიური წარსულიდან გამომდინარე, მანჩინის გუნდისთვის თითები გადავაჯვარედინე, უკანასკნელ დღეებში მოხდა ამბები, რომლებიც საკმარისია, რათა არ მიყვარდნენ ინგლისელები.

ისინი თვალებში ლაზერით უნათებდნენ დანიელთა მეკარეს, უპატივცემულოდ მოექცნენ პატარა გოგონას, რომელიც ტიროდა, მეტოქეთა ჰიმნს უსტვენდნენ. ნახევ
არფინალში პენალტი არ იყო.

სამწუხაროდ, ქვეყანა, სადაც ფეირ-პლეი პრიორიტეტულად ითვლება, საერთოდ არ იცავს ამ პრინციპებს. ამიტომ კიდევ უფრო მახარებს იტალიის გამარჯვება", - დაწერა მათეუსმა სვეტში Sky Sport Deutschland-ისთვის.

მკითხველის კომენტარები / 11 /
იტალია პატიოსნად გახდა ჩემპიონი, რასაც ინგლისელებზე ვერ იტყვი.
ჟორა
14 ივლისი 2021 09:25
0
თქვენ ხუმრობა არ გესმოდეთ, რა უნდა გელაპარაკოთ, სერიოზულად განაწყენდა ამდენი ადამიან, ეეეჰ რას იზამ
ლოტარი
13 ივლისი 2021 22:31
0
საღოლ ლოთარიკო))))
იაააააჰ
13 ივლისი 2021 15:34
2
თქვენ ხუმრობა არ გესმოდეთ, რა უნდა გელაპარაკოთ, სერიოზულად განაწყენდა ამდენი ადამიან, ეეეჰ რას იზამ
ლოტარი
13 ივლისი 2021 13:08
2
აი, პაპაჩემ სედრაქას სული ნუ წამიწყმდება, ისეთ სიტყვებსა სწერამენ, ენას მაიტეხამს კაცი.
მიკირტუმა
13 ივლისი 2021 01:00
6
მურზაყანს: მართალს ბრძანებთ მურზაყან ჩემო, ნამეტნავად "გავსვეტცკდით". ნამეტნავად. ზოგი ისე წერს, ნჯო-შნიკი თავის უცხოელ უმფროსს ანგარიშს რომ აბარებს, გრანტის მიღების მიზნით, რა თქმა უნდა.
ანდუყაფარი
13 ივლისი 2021 00:45
10
ეს რა "ფირმა-ფირმა" სიტყვები ვისწავლეთ და ამ სიტყვების ბრახა-ბრუხი: ფობიური, სისტური, კრიმინაციული და ა.შ. ეს კომენტარები არ წაიკითხოს მათეუსმა, თორემ სირცხვილისგან დაიწვება.
მურზაყანი
13 ივლისი 2021 00:32
4
უცნაური სახელის მქონე ბატონო.ფობია უძველესი სიტყვაა და ძველი ანტიკური პერიოდის ხალხი ხმარობდა.დამკვიდრებულია ყველგან და ვისაც პირდაპირი მნიშვნელობით ორი წიგნი წაუკითხავს ყველამ იცის ეს.ასევე ვიტყვი შემდეგ სიტყვებზეც,რომელსაც განათლებული საზოგადოება და არა ვირი ხალხი იყენებს
წიწაკა
14 ივლისი 2021 17:03
2
მართალი ხარ ლოთარ!!...
გაიოზი
13 ივლისი 2021 00:14
2
ეს არს ბრიტანოფობიური და ანგლოსისტური განცხადება, ეს არის დს=დიკრიმინაცია ეროვნული ნშნით და უთანასწორო მოპყრობა ეთნიკურ ნიადაგზე. ეს არის სიძულვილის ენა სპორტში და ანტიადამიანური მიდგომა ცხოვრებაში. ეს არის არატოლერანული დამოკიდებულება და არაჰუმანური ქმედება. მოკლდე, კიდევ ბევრი რამეა ეს, მაგრამ ვის აინტერესებს ის.
ლოტარი
13 ივლისი 2021 00:11
82
Მერე შე ოჯახაშენებულო თუ იცი რომ არავის აინტერესებს რას წერე ამდენი :))))
Ნიკა
13 ივლისი 2021 01:14
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული