ინგლისი ხელმოწერებს აგროვებს, რათა ფინალი გამეორდეს

AutoSharing Option
ინგლისის გულშემატკივრები იმ ფაქტს, რომ ფეხბურთი სახლში არ ბრუნდება, ვერ ეგუებიან. შეგახსენებთ, "სამი ლომი" ევრო 2020-ის ფინალში იტალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

გულშემატკივრების ნაწილმა ფეხბურთელების მიმართულებით სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაც დაიწყო, მეორე მხარე კი ცდილობდა, თავი ხელში აეყვანა, რათა ყველაფრისდა მიუხედავად, ინგლისელებმა მოგებისთვის მაქსიმუმი ჩადეს.

ერთ-ერთმა გულშემატკივარმა change.org-ზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რათა ფინალი გამეორდეს.

"2021 წლის 11 ივლისს გამართული შეხვედრა სამართლიანი არ იყო" - წერს ავტორი.

"იტალიელმა შეხვედრის მიწურულს ინგლისელი ფეხბურთელი ისე დაიჭირა, თითქოს ის მისი მონა ყოფილიყო. აქ მას წითელი
ბარათი უნდა მიეღო, შეხვედრა კი განმეორებით უნდა გაიმართოს, არბიტრად კი ობიექტური ვინმე უნდა დანიშნონ".

პეტიციას ხელი 75 000-მა გულშემატკივარმა მოაწერა. აღსანიშნავია, რომ ხელმოწერების რაოდენობა სწრაფად იმატებს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 20 /
66ს ფინალით დავიწყოთ და 81 ში ლივერპული რო გაგვექცა ეგეც იყოს
0
ჯერ დანიელების ხელმოწერებს განიხილავს უეფა უნამუსოდ რო გაუშვეს სახლში. მოეგოთ ალალად და კაცურად გასულიყვნენ ფინალში ინგლისელები. მსოფლიო ჩემპიონი კი გახადეს ძლით ახლა მაინც ხოა ვარი და კამერები მაგრამ რათ გინდა მერე.
ქართველი
10:23 14-07-2021
0

სიახლეები პოპულარული