ინგლისის ბენეფისი და იტალიის დრამატული დასასრული [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 12 ნოემბერს, 2022 წლის მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის მე-9 ტურის შეხვედრები გაიმართა.

C ჯგუფში იტალიამ შვეიცარიას უმასპინძლა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

სტუმრებმა ანგარიში მე-11 წუთზე სილვარ ვიდმერის გოლის წყალობით გახსნეს, "სკუადრა აძურამ" წონასწორობა 36-ე წუთზე, ჯოვანი დი ლორენცოს შედეგიანი დარტყმის წყალობით აღადგინა.

მეორე ნახევრიდან გუნდები გააქტიურდნენ, თუმცა გულშემატკივარს მეტი გოლი აღარ უნახავს. აღსანიშნავია, მატჩის დაძაბული დასასრული.

88-ე წუთზე ენტონი ტეილორმა დომენიკო ბერარდის წაქცევის ეპიზოდი VAR-ზე გადაამოწმა, რის შემდეგაც პენალტი დანიშნა, ჟორჟინიომ კი შანსი გოლად ვერ გარდასახა...

ამრიგად, 7 ტურის შემდეგ
ორივე გუნდს თანაბარი 15-15 ქულა აქვს, იტალია მომდევნო მატჩს 15 ნოემბერს, ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ გამართავს, შვეიცარია იმავე რიცხვში ბულგარეთს უმასპინძლებს.


I ჯგუფში ინგლისმა ალბანეთს უმასპინძლა და 5:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა 5-ივე გოლი 1-ელ ტაიმში გაიტანეს, ჰეთრიკი შეასრულა ჰარი კეინმა (18, 33, 45+1), დარჩენილი 2 გოლი კი ჰარი მაგუაიერისა (9) და ჯორდან ჰენდერსონის (28) ანგარიშზეა.

ამრიგად, "სამი ლომი" 23 ქულით 1-ელ ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 15 ნოემბერს სან მარინოს წინააღმდეგ გამართავს.

ალბანეთი 15 ქულით მე-3 ადგილს იკავებს, იმავე 15 ნოემბერს კი ანდორას უმასპინძლებს.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული