ერთა ლიგაზე "ჯვაროსნების" მეტოქემ ევროშესარჩევი ტურნირი მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ყაზახეთი კონტინენტის პირველობის შესარჩევი ტურნირის პირველ ტურში საკუთარ მოედანზე სლოვენიასთან 1:2 დამარცხდა.

მასპინძლები პირველ ტაიმში უკეთ გამოიყურებოდნენ და დაწინაურდნენ კიდეც. შესვენების შემდეგ ყაზახეთის ნაკრების ფეხბურთელებს დაღლა დაეტყოთ, სტუმრები ინიციატივას დაეუფლნენ და ტრავმირებული ბლაჟიჩის ნაცვლად შეცვლაზე შესულმა ბრეკალომ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო შემდეგ ასევე შეცვლაზე შესულმა ვიპოტნიკმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

ნურ-სულთანი. „ასტანა არენა“

ყაზახეთი - სლოვენია 1:2
გოლები: 1:0 სამოროდოვი (23), 1:1 ბრეკალო (47), 1:2 ვიპოტნიკი (78)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული