საფრანგეთმა კუმანს დაბრუნება ჩაუმწარა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში, B ჯგუფში საფრანგეთის ნაკრებმა სახლში ნიდერლანდები, რომელსაც მწვრთნელი კუმანი დაუბრუნდა, 4:0 გაანადგურა.

მასპინძელთა გუნდის ახალმა კაპიტანმა მბაპემ დუბლი შეასრულა და საგოლე გადაცემა გააკეთა. მან ეროვნულ გუნდში 38 გოლი გაიტანა, ამ მაჩვენებლით მეხუთე ადგილზეა და ჟირუს რეკორდამდე 15 გოლი უკლია.

27 მარტს საფრანგეთი გასვლაზე ირლანდიას დაუპირისპირდება, ხოლო ნიდერლანდები გიბრალტარს უმასპინძლებს.

. ნიდერლანდები 21-ე წუთზე უკვე 0:3-ს აგებდა, რაც ბოლოს 1919 წელს მოხდა.
. ბლინდმა ნიდერლანდების ნაკრებში მე-100 მატჩი ჩაატარა.

პარიზი. „სტად დე ფრანსე“
საფრანგეთი -
ნიდერლანდები 4:0

გოლები: 1:0 გრიზმანი (2), 2:0 უპამეკანო (8), 3:0 მბაპე (21), 4:0 მბაპე (88)
გამოუყენებელი პენალტი: დესაი (90+5)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული