"ჯვაროსნების" მეტოქის დიდი სენსაცია - ყაზახეთმა დანიას შემოუტრიალა და რა შემოუტრიალა!

AutoSharing Option
ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში, H ჯგუფში ყაზახეთმა სახლში სენსაციური გამარჯვება მოიპოვა დანიასთან - 3:2.

სტუმრები პირველ ტაიმში დუბლით "ატალანტას" 20 წლის თავდამსხმელმა ჰეილუნდმა დააწინაურა, მეორე ტაიმში კი მასპინძლებმა სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

ყაზახეთმა, რომელიც ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა, პირველ ტურში სლოვენიასთან 1:2 წაგების შემდეგ, ძლიერ მეტოქეს სძლია და 16 ივნისს გასვლაზე სან-მარინოს შეხვდება. რაც შეეხება დანიას, 1 მოგება და 1 წაგება აქვს და შემდეგ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს.

ნურ-სულთანი. "ასტანა-არენა"
ყაზახეთი - დანია 3:2
გოლები: 0:1
ჰეილუნდი (21), 0:2 ჰეილუნდი (35), 1:2 ზაინუტდინოვი (73, პენ), 2:2 ტაგიბერგენი (86), 3:2 აიმბეტოვი (89)
გაძევება: სამოროდოვი (90+6)

მკითხველის კომენტარები / 18 /
ვააა იქნება ყაზახეთი ჯგუფიდან გავიდეს და ჩვენ კი ერთა ლიგის ფინალში უბრძოლველად გავიდეეთ DD
zura222
26 მარტი 2023 19:59
23
არა, ეგრე სადაა... მაშინ მეორეზე გასული აზერები დაიკავებენ ყაზახეთის ადგილს... მაგ ყველაფერს კიდევ ის სჯობს, ჩვენ გავიდეთ ჯგუფიდან და არც ერთზე აღარ ვიფიქროთ...
ვოოტ
26 მარტი 2023 20:12
1
რავი, დანიამ კი თავი გაიგიჟა ჩვენს წინააღმდეგ, როდესაც საკუთარ კედლებში 5-1 მოგვიგო 2019 წლის 10 ივნისს. მანამდე 2019 წლის 8 სექტემბერს საქართველოში დანიასთან ფრე, 0-0 დაფიქსირდა. მაშინ ჩვენი შემადგენლობა ბევრად სუსტი იყო, ვიდრე დღეს (იხ: https://1tv.ge/video/fekhburti-dania-saqartvelo-euro2020-shesarchevi-etapi-live/)
ნაკრების შემადგენლობა:
ლორია,
ნავალოვსკი, გრიგალავა, კაშია, კაკაბაძე,
პარუნაშვილი, კვეკვესკირი, კანკავა,
ლობჟანიძე, გვილია, კიტეიშვილი
ლაშა
26 მარტი 2023 22:47
1
ყაზახეთის, საბერძნეთის და კიდევ მესამე გუნდია (მგონი თურქეთი) მაგათი გასვლა გვაწყობს.
ჰაჰა
26 მარტი 2023 20:32
7
იმათი გასვლა კი არა ჩვენი გასვლა გვაწყობს
MARGALONA
26 მარტი 2023 20:58
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული