"ჯვაროსნების" მეტოქის დიდი სენსაცია - ყაზახეთმა დანიას შემოუტრიალა და რა შემოუტრიალა!

AutoSharing Option
ევროპირველობის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში, H ჯგუფში ყაზახეთმა სახლში სენსაციური გამარჯვება მოიპოვა დანიასთან - 3:2.

სტუმრები პირველ ტაიმში დუბლით "ატალანტას" 20 წლის თავდამსხმელმა ჰეილუნდმა დააწინაურა, მეორე ტაიმში კი მასპინძლებმა სამი უპასუხო გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

ყაზახეთმა, რომელიც ერთა ლიგის ნახევარფინალში საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა, პირველ ტურში სლოვენიასთან 1:2 წაგების შემდეგ, ძლიერ მეტოქეს სძლია და 16 ივნისს გასვლაზე სან-მარინოს შეხვდება. რაც შეეხება დანიას, 1 მოგება და 1 წაგება აქვს და შემდეგ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს.

ნურ-სულთანი. "ასტანა-არენა"
ყაზახეთი - დანია 3:2
გოლები: 0:1
ჰეილუნდი (21), 0:2 ჰეილუნდი (35), 1:2 ზაინუტდინოვი (73, პენ), 2:2 ტაგიბერგენი (86), 3:2 აიმბეტოვი (89)
გაძევება: სამოროდოვი (90+6)

მკითხველის კომენტარები / 18 /
ოჰ,ყოველისშემძლე ტოტალიზატორო !
ALONZO
27 მარტი 2023 10:59
9
ბრავო ყაზახეთს! დამსახურებული გამარჯვება და საოცარი მატჩი მეორე გოლი ნახეთ რა გოლი დაუბაბანეს შმეიხელს საოცრება, ეს გოლი აუცილებლად მოხვდება შესარჩევის ხუთეულში და პირველ ადგილზეც კიი 30 35 მეტრიდან პირდაპირ ცხრიანში გაურჭეს შმეიხელს გაოცებისგან ფეხზე წამოვხტი ვუსურვებ ყაზახებს ჯგუფიდან გასვლა ამ ჯიგრით თუ ითამაშეს სულ, ეკუთვნით უდავოდ. ეს კიდე ჩვენთვის მაგალითი და მოტივაციის წყარო უნდა იყოს რომ ჩვენც შევძლებთ მიზნის მიღწევას მთავარია სისხლით, ხორცით სულით და გულით გვწამდეს და გვინდოდეს ამ მიზნის მიღწევა!
T.q
27 მარტი 2023 00:32
0
ჩაკვეტაძეზე რო წერენ ვერ ითამაშაო, მეტი რა ქნას პირველი სამი გოლიდან პირველი თვითონ შექმნა ორი გოლი გაიტანა. მიდი გიო მიდი!
geo
26 მარტი 2023 22:54
3
რავი, დანიამ კი თავი გაიგიჟა ჩვენს წინააღმდეგ, როდესაც საკუთარ კედლებში 5-1 მოგვიგო 2019 წლის 10 ივნისს. მანამდე 2019 წლის 8 სექტემბერს საქართველოში დანიასთან ფრე, 0-0 დაფიქსირდა. მაშინ ჩვენი შემადგენლობა ბევრად სუსტი იყო, ვიდრე დღეს (იხ: https://1tv.ge/video/fekhburti-dania-saqartvelo-euro2020-shesarchevi-etapi-live/)
ნაკრების შემადგენლობა:
ლორია,
ნავალოვსკი, გრიგალავა, კაშია, კაკაბაძე,
პარუნაშვილი, კვეკვესკირი, კანკავა,
ლობჟანიძე, გვილია, კიტეიშვილი
ლაშა
26 მარტი 2023 22:47
1
ანუ მივხდით ხომ უკვე ფინალში თურქებს რომ უნდა ვეთამაშოთო ფიქრს სჯობია ნახევარფინალში ყაზახებს უნდა მოვუგოთო ასე ვიფიქროთ
ვანჩოპე
26 მარტი 2023 22:44
3
იცით ყაზახები რას ოცნებობენ? ნეტა საქართველომ შეძლოს და გავიდეს პირდაპირ და ჩვენ არ შევხვდეთო. ასე რომ ნუ ნერვიულობთ და ნუ ოცნებობთ ყაზახეთის და თურქეთის გასლას. ჩვენ 2024 ევროპის ჩემპიონატზე აუცილებლად ვითამაშებთ. ღმერთი ჩვენსკენ 28 ში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ყველამ ვინც ბათუმი არენაზე იქნება თუნდაც ბურთის მომტანი და ყველაზე უხმო გულშემატკივარიც კი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს და შედეგი აუცილებლად მოვა.
roma bejanidze
26 მარტი 2023 22:29
0
არ იდარდოთ, ყაზახებს ჩაკვე მიხედავს!!!
აჩი
26 მარტი 2023 21:00
4
ჩაკვემ მონღოლებს ვერ მიხედა რისი მიმხედავია. კარში ვერ დაურტყია ბურთი და პასი ვერ გაუკეთებია. მე ის თამრო აღარა ვარო;$$
მათე
26 მარტი 2023 22:27
42
ყაზახეთის, საბერძნეთის და კიდევ მესამე გუნდია (მგონი თურქეთი) მაგათი გასვლა გვაწყობს.
ჰაჰა
26 მარტი 2023 20:32
7
იმათი გასვლა კი არა ჩვენი გასვლა გვაწყობს
MARGALONA
26 მარტი 2023 20:58
1
რასაც ვწერდი ბრძოლა სახელებს არ სცნობს, და მას ყოველთვის აქვს აზრი ყველასთან რაც დღეს ყაზახებმაც დაამტკიცეს იბრძოლეს იომეს დაუშვეს მინიმალური შეცდომები და დაიფრინეს დანიური "დინამიტიც" აი ჩვენც ხვალ უნდა ვიომოთ ვიბრძოლოთ ბოლომდე დავიხარჯოთ და ნორვეგიელებს გაწბილებულს გავუშვებთ ბათუმიდან. თანამედროვე ფეხბურთში ხშირად იგებს არა ის ვინც მოედანზე დომინანტია არამედ ის ვინც მინიმალურ შეცდომებს უშვებს დაცვაში და სწრაფ გადაწყვეტილებებს იღებს შეტევაში. ესაა დამტკიცებული ფილოსოფია თანამედროვე ფეხბურთში განსაკუთრებით სანაკრებო ბატალიებში.
Charley
26 მარტი 2023 20:10
1
ხომ გითხრა, სწრაფი გადაწყვეტილება იგებს თამაშსო, - ჰოდა დროს გაუსწრო ჩვენმა ჩარლიმ- ეგ ხვალ უყურებს, ჩვენ - ზეგ... მთავარია, ანგარიშიც არ დაგვიწეროს, რომ ყურებას აზრი ჰქონდეს...
ვვვ-ს
26 მარტი 2023 22:38
1
ხვალ ვისთან უნდა ვიომოთ? ;)
ვვვ
26 მარტი 2023 21:14
5
საღოლ ყაზახეთს, ნათელი მაგალითი იმისა რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! პლიუს მეტოქის დაუფასებლობა დანიის მხრიდან. წაიყვანეს 0-2 თამაში და მომინდომეს დასვენება ბიჭებმა და კიდევაც ამოსდეს გემრიელად.
მურთო
26 მარტი 2023 20:02
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული