შოტლანდიამ ესპანეთი დაამარცხა - ამ ჯგუფში შანსი საქართველოსაც ექნება, თუ...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურში შოტლანდიამ სახლში ესპანეთს 2:0 სძლია.

ისევე, როგორც გასულ ტურში კვიპროსთან, ისევ შეასრულა დუბლი „მანჩესტერის“ ნახევარმცველმა მაკტომინიმ და A ჯგუფში 6 ქულით თავისი ქვეყნის ეროვნული გუნდი გაალიდერა. „ფურია როხამ“ კი ვერაფერი სახეირო ვერ შემოგვთავაზა და გამოჩნდა, რომ უპირობო ფავორიტად მისი მიჩნევა გადაჭარბებულია.

საერთოდაც, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ამ ჯგუფში სიტუაცია კიდევ არაერთხელ აირევა და შანსი „ჯვაროსნებსაც“ მიეცემა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იმაზე უკეთ ითამაშებენ, ვიდრე ნორვეგიელებთან.

17 ივნისს შოტლანდია გასვლაზე ნორვეგიას დაუპირისპირდება, ხოლო ესპანეთი
8 სექტემბერს სტუმრად საქართველოს ნაკრებს შეხვდება.

. ესპანეთის ნაკრები ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე 2014 წლის შემდეგ პირველად დამარცხდა - აქამდე 17 მატჩი ჰქონდა მოგებული და 2 ფრედ დასრულებული. ამას გარდა, ესპანელებმა 2016 წლის შემდეგ პირველად იწვნიეს ორგოლიანი სხვაობით მარცხი.

გლაზგო. „ჰემპდენ პარკი“
შოტლანდია - ესპანეთი 2:0
გოლები: 1:0 მაკტომინი (7), 2:0 მაკტომინი (51)

მკითხველის კომენტარები / 25 /
დაწყებამდე დავწერე,რომ ადგილები ასე განაწილდებოდა ჩვენს ჯგუფში,რისთვისაც კრიტიკა დავიმსახურე.კიდევ ერთხელ გეტყვით:შოტლანდია-16ქ;ნორვეგია-16ქ;ესპანეთი-15ქ;საქართველო-8ქ;კვიპროსი-4ქ.
შესარჩევი ეტაპის
29 მარტი 2023 02:08
11
კვიპროსმა თუ 4 აიღო საქართველო 8 ას ვერ აიღებს.. ისე კი 10-12 ქულის აღებაც შეგვიძლია
გიორგი
29 მარტი 2023 09:18
2
რატომ ვერ აიღებს?! ჩვენთან მხოლოდ ქულას გამორჩებიან!
გიორგი-ს
29 მარტი 2023 17:34
1
ჩვენთვის ცუდი შედეგია. ასე გამოდის, ესპანეთთან ჩვენც უნდა ავიღოთ ქულები, სქოთებს რომ ვაჯობოთ. ან შოტლანდიას ორივე უნდა მოვუგოთ. ნორვეგიასთანაც, გასვლაზე მოგებაზე მოგვიწევს გაწევა.
ციციკორე
29 მარტი 2023 10:18
2
საქართველოს ზუსტად მაშინ აღარ ექნება შანსი თუ შოტლანდიამ გააგრძელა ასე თამაში. ვის გინდა აჯობო,.ესპანეთს? აგერ შოტლანდიას 6 ქულა აქვს უკვე. ჩავალთ ნორვეგიაში და ჰალანდთან ერთად რას გვიზამს ეს ნორვეგია ვნახავთ ყველა ერთად.
მურთო
29 მარტი 2023 11:49
2
სწორედ გოჩოლეიშვილის შემოსვლის მერე შეგვიქმნეს ნორვეგიელებმა ორი 100-იანი მომენტი ბოლოსკენ,ბურთიც მას მოხვდა ხელში,ლამის პენალთი რომ დაგვიდეს,ხოდა რას ეძახით მაგრად შემოსვლას მაინტერესებს. ხოო კიდევ ლამის საგოლე შანსი მიცა ბოლოს მეტოქეს- ჯარიმა რომ აიკიდა ბარათთან ერთად...კარგად შემოვიდა არააა...
ასეაა!!!!
29 მარტი 2023 10:53
16
ტაბიძე, გამოდი გიცანით
გოგა
29 მარტი 2023 11:35
1
შვიდიდან 6 გვაქ მოსაგები 4 დან 3 გასვლა და ესპანეთთან იქ კარგ ვარიანტში ფრის უფლებით აქ მხოლოდ მოგების
ნოდო
29 მარტი 2023 06:40
4
Pirvel taimshi burti dagvimales tiki taka gvetamashes kvara gabrazebulic iyo mara ra unda eqna ert kacs meore taimis 20 wuti vajobet kidevac mere isev igive dagvemarta wagebas gadavrchit rasac qvia
აბც
29 მარტი 2023 12:07
1
08.09.... 8 აგვისტოს არა, 8 სეატემბერს
QT
29 მარტი 2023 02:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული